საგზაო დეპარტამენტის არაკვალიფიციური და კორუფციული გარიგებები - მორიგი გაფლანგული ოცნებები ( ნაწილი პირველი)

საგზაო დეპარტამენტის არაკვალიფიციური და კორუფციული გარიგებები - მორიგი გაფლანგული ოცნებები ( ნაწილი პირველი)

access_time2018-03-15 12:10:36

მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო, საქართველო საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო - ყველა ეს უწყებაა ჩართული იმ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვაწარმოებდით.


მასალები შესასწავლად გადავუგზავნეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველოს“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას“,  „ახალგაზრდა ადვოკატებს“ და IDFI-ს, რომლებიც ასევეჩაერთვნენ პროცესში.


ყველაზე სწრაფი რეაგირება ჩვენს წერილებზე მსოფლიო ბანკსა და ევროპის საინვესტიციობანკს ჰქონდა.


ვინ გვიშენებს გზებს, რაში ვიხდით მილიარდებს, რატომ დომინირებენ ქართულ ბაზარზეკომპანიები შავი ხვრელებით, რატომ ჩააბარეს საეჭვო რეპუტაციის ჩინურ კომპანიებსყველაზე ძვირადღირებული საგზაო პროექტები, რატომ ვერ ვიბრუნებთ აქამდე  უკრაინულისამშენებლო კომპანიისგან 47 მილიონს, რატომ გადაირიცხა საქართველოს ბიუჯეტიდანავანსად 47 მილიონი ოკუპირებული დონეცკის ბანკის ფილიალში, ვინ აგებს პასუხს ჩვენსუსაფრთხოებაზე და რაც მთავარია ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე?


სამტრედია -გრიგოლეთის შემოვლითი გზა - ყველაზე ძვირადღირებული საგზაოპროექტის ისტორია (ლოტი N2 – ჩინური „სინოჰიდრო“)


არ დარჩენილა მაღალი რანგის არცერთი საჯარო მოხელე, რომელსაც ამ გზისმნიშვნელობისთვის არ გაესვას ხაზი. დაწყებული პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილიდან,გაგრძელებული პრემიერ გიორგი კვირიკაშვილით და დამთავრებული ინფრასტრუქტურისყველა მინისტრით.


ეს გზა სავიზიტო ბარათი იყო პრემიერ კვირიკაშვილისთვის საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე. თავის ყველა გამოსვლაში ის სიამაყით აღნიშნავდა:


დაწყებულია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც იქნებაახალი, კომფორტული და უსაფრთხო ევროსტანდარტის გზა. ეს გზა უზრუნველყოფსქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტად დატვირთული, საერთაშორისო მნიშვნელობის გზისგამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელსატრანზიტო მიმოსვლას. “ - აღნიშნავდა პრემიერი თავის წინასაარჩევნო გამოსვლებში.

 

და რაც მთავარია: სამტრედია–გრიგოლეთის შემოვლითი გზა პრემიერ-მინისტრის გიორგიკვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

 

სამტრედია გრიგოლეთის შემოვლითი გზა - პრემიერების სავიზიტო ბარათი, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება და რაც მთავარია, ქართველი ხალხის თავზეაღებული პროექტია, რომლის თანხაც ჩვენ უნდა გადავიხადოთ.

 

710 მილიონიან პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი სასესხო ვალდებულებითგვიფინანსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა ამ გზაზე გვაკისრია ნებისმიერგადამხდელს, რომლებმაც ეს ვალი უნდა დავფაროთ. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომჩვენ გვაქვს უფლება ვაკონტროლოთ მისი მშენებლობა და მოვითხოვოთ ანგარიში ყველადეტალზე, რაც ამ პროქტის ფარგლებში ხდება.


ამ პროექტის ფარგლებში კი საკმაოდ ბევრი არა მხოლოდ საინტერესო, საეჭვო ამბებიც ხდება,განსაკუთრებით კი II და IV ლოტებზე, სადაც ორი ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ და „ჩინეთის რკინიგზა 23“ ასრულებენ სამუშაოებს.


მსოფლიო ბანკი “აიპრესისთვის“ მოწერილ წერილში ადასტურებს, რომ კომპანია, რომელიც ამ გზის მეორე ლოტს აშენებს, რომლის ღირებულებაც 253 მილიონი ლარია, არაერთხელაა შემჩნეული არაკეთილსინდისიერ გარიგებებსა და თაღლითურ სქემებში. ამის გამო ჩინურ „სინოჰიდროს“ მსოფლიო ბანკმა ყველაზე მკაცრი სანქცია დაადო - „სინოჰიდროს“ 2013 წლის 3 დეკემბრიდან  დროებით ჩამოერთვა ტენდერებში მონაწილეობის უფლება მსოფლიო ბანკის  პროცედურების შესაბამისად.


 სწორედ მსოფლიო ბანკის მიერ მის მიმართ დაწესებული სანქციების გამო „სინოჰიდრო“ მოხსნილი იქნა რუისი-რიკოთის მონაკვეთის  მოდერნიზაციის სამშენებლო სამუშაოების ტენდერიდან.


 მონაწილეობის მომენტისთვის მას დროებით ჩამორთმეული ჰქონდა უფლება დაედო ხელშეკრულება მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ან მიეღო ასეთი პროექტიდან რაიმე სახის, მათ შორის ფინანსური, სარგებელი.


 უფრო მეტიც, Sinohydro Corporation Limited-ს ეკრძალებოდა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში შერჩეული კვალიფიციური კომპანიის ნომინირებული ქვეკონტრაქტორობა, კონსულტანტობა და საქონლის ან მომსახურების მიწოდებაც კი.


 მიუხედავად ამ ყველაფრისა, 2016 წელს მსოფლიო ბანკისგან მან კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღო, თუმცა, ამჯერად სანქციას გადაურჩა.


 Sinohydro Corporation Limited  - აფრიკის ბანკმა თაღლითურ გარიგებებში ამხილა და „შავ სიაში“ შეიყვანა; Transparency International-მა მალაიზიაში კაშხლის ჯებირის უხარისხო მშენებლობისთვის,  რის გამოც ათასობით ადამიანი ეკომიგრანტად იქცა, ჩინურ კომპანიას კორუფციის მონუმენტი უწოდა; მეზობელმა სომხეთმა კი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო „სინოჰიდროს“ მშენებლობები შეუჩერა.



 Sinohydro Corporation Limited  - ის ფილიალი საქართველოში სალიცენზიო პირობების დარღვევისა და ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებისთვის ადმინისტრაციული წესით 57-ჯერაა დაჯარიმებული.


 Sinohydro Corporation Limited - ის ფილიალი საქართველოში ხე-ტყის უკანონოდ ჭრაზე და ინერტული მასალების მოპოვების სალიცენზიო პირობების დარღვევაზე ფიგურირებს სისხლის სამართლის 20 საქმეში


 Sinohydro Corporation Limited - ის ფილიალს საქართველოში ახალგაზრდა ადვოკატები 21 სისტემურ დარღვევაში ამხელს.


ორგანიზაცია საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროს შრომის პირობების ინსპირირების დეპარტამენტის ინფორმაციის ანალიზისსაფუძველზე აქვეყნებს 21 საკითხს, რომელი ეხება კომპანია Sinohydro Corporation Limited-ის უხეშ დარღვევებს. მეტიც, ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში დადგენილია, რომ კომპანია Sinohydro Corporation Limited-ში არასრულფასოვნადაა დანერგილი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა.


 Sinohydro Corporation Limited - ის ფილიალი საქართველოში არაერთგზის ამხილეს გარემოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებაში და არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებზე. სწორედ „სინოჰიდროს“ სახელობის ჭაობები დარჩა ქობულეთის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც ადრე მოსახლეობის ყანები და საძოვრები ჰქონდა.


 Sinohydro Corporation Limited  - ის ფილიალი საქართველოში - 2014 წელს  აღიძრა სისხლისსამართლის საქმე  810 ხის მოჭრაზე, რომლის გამოძიება ისევ გრძელდება და რომელშის სინოჰიდრო ფიგურირებს. კომპანიას სახელმწიფოს მილიონობით დავალიანება აქვს და დაყადაღებული აქვს მთელი ქონება. საერთო ჯამში, კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა რამდენიმე მილიონს ლარს მიაღწია..


 ამ კომპანიას საქართველოში  ყველაზე ძვირადღირებული პროექტი ჩააბარეს!

 მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების შესახებ ინფორმირებული იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროც და საავტომობილო გზების დეპარტამენტიც, ყველაზე ძვირადღირებული საგზაო პროექტი მაინც სინოჰიდროს ჩააბარეს.


„დონორი ორგანიზაციის ე. წ გაიდლაინების მიხედვით“, სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის პირვანდელი პროექტის შეცვლა სულაც არ იყო გათვალისწინებული, თუმცა დაწყებიდან რამდენიმე თვეში, პროექტში ცვლილებები შედის, რაც ღირებულებას, საგზაო დეპარტამენტის ოფიციალური ცნობით, 37 მილიონამდე ლარით ამცირებს. ვინ რას იგებს ამ ცვლილებებით და ვის რამდენი მილიონი რჩება, ამაზე ცოტა მოგვიანებით...


   ყველაზე საინტერესო ამბავი სწორედ ამ ცვლილებების შემდეგ იწყება.

 ქართული ტენდერები ჩინური ვარიაციებით...


ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი საგზაო ტენდერის ისტორია ასეთია:  ჩინური „სინოჰიდრო“ ტენდერში შედის დაბალი ფასით და იგებს ყველაზე მსხვილბიუჯეტიან საგზაო პროექტს. მშენებლობის დაწყებიდან ძალიან მალევე, მე-2 და მე-4 ლოტზე, რომელსაც ასევე ჩინური კომპანია „ჩინეთის რკინიგზა 23“ აშენებს შედის ცვლილებები. ცვლილებების თანახმად გზის საფუძველ გრუნტში „ხიმინჯები“, რომელმაც უნდა გაამაგროს ჭაობიანი ადგილები, იცვლება გაცილებით დაბალფასიანი „ფითილებით“ .


დაახლოებითი შედარებისთვის წარმოდგენა რომ შევუქმნათ მკითხველს, (როგორც დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან) თუკი ხიმინჯების ფასი ოთხივე ლოტზე 100 მილიონია,ფითილების ფასი 30 მილიონამდეა. საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მაშინდელი მოადგილე, ირაკლი ხერგიანი აცხადებდა, რომ სამუშაოები გაგრძელდებოდა თანამედროვე„PVD“ ტექნოლოგიით, რომელიც თვისობრივად შეცვლიდა მშენებლობის პროცესს. მისივე მტკიცებით, გზა აშენდებოდა უფრო სწრაფად და ხარისხიანად.


 ცვლილება ისე შევიდა პროექტში და ისე დაიწყო მშენებლობა, რომ არ გაუვლია შემოწმება არც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურში, არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და არც ახალი გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) გაკეთებულა.


 ამ ყველაფრის ფონზე,  ახალი გეოლოგიური კვლევის ჩატარება პროექტის შეცვლის შემდეგ, ჩინურ „სინოჰიდროს“ ანდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მას სრული კარტბლანში ჰქონდა ისე მოერგო კვლევა, როგორც მისთვის იყო უკეთესი. „მისთვის უკეთესი“ ანუ იაფი და სწრაფი რამდენად აღმოჩნდა გზისთვის უკეთესი, ამას ჩვენს ფოტორეპორტაჟში იხილავთ. მანამდე კი...


გთავაზობთ ამონარიდს გიორგი სეთურიძის ინტერვიუდან: (სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე)


 სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 და მე-4 ლოტზე შევიდა ცვლილებები, ხიმინჯებისნაცვლად კეთდება ე.წ. ფითილები. ეს მოხდა სამუშაოების დაწყების შემდეგ. რაგამოდის, პირველი საპროექტო ვერსია, სადაც საუბარი იყო, რომ იქ აუცილებლადუნდა ყოფილიყო ხიმინჯები, გზის სიმყარისთვის,  არ იყო სწორი და უკეთესი ვარიანტი წარმოადგინა ვინმემ? ვინ იღებს ამ ცვლილებაზე პასუხისმგებლობას?


 ორიგინალური დიზაინის ავტორი ამ თავის ვერსიას იცავს და ჩვენც არ გვაქვს არანაირი საფუძველი იმის თქმის, რომ იქ რამე არასწორად იყო გაკეთებული, მაგრამ არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება შესრულების ვადით, და ასევე ღირებულებით. საერთაშორისო პროექტების განხორციელების დროს არსებობს ასეთი პრაქტიკა, მას ჰქვია „ველიოინჟინერინგი“, როდესაც მშენებელი შემოგვთავაზებს უკეთეს ვარიანტს და ამ შემთხვევაში ეკონომიის ნაწილი მას უნდა დაუთმო, ანუ დარჩენილი ეკონომიის წილი მას მიაქვს.


 ამ შემთხვევაში ასეთი რამ არ მომხდარა, არავისთვის წილი არ გადაგვიხდია, მაგრამ ინჟინრისა და მშენებლის მიერ იყო შემოთავაზებული დამატებითი, ძალიან დეტალური კვლევების საფუძველზე ახალი მეთოდოლოგია. შემოთავაზებული იყო უფრო ეკონომიური ვარიანტი და ასევე უფრო იაფი.  კონტრაქტორებმა საკმაოდ დიდი თანხა დახარჯეს, რომ ეს დამატებითი კვლევა გაეკეთებინათ და წარედგინათ შემდეგ ინჟინრისთვის.


 ეს დამატებითი კვლევები თვითონ სინოჰიდრომ გააკეთა? 

მისი მეთვალყურეობით გაკეთდა.   


ბუნებრივია ანაზღაურებაც მათ აიღეს დამატებით კვლევებში, ასეა?


ანაზღაურება ჩვენგან არ მიუღიათ.


საიდან მიღეს?


თავისი ხარჯით.


ისეთი კეთილშობილებიც  და ქველმოქმედები არ არიან, რომ თვითონ გასწიონამხელა ხარჯი. მიზანი რა იყო მათი, როცა კვლევებში ფულს იხდიდნენ?


გეტყვით მიზანს. მათ ხომ აქვთ დროში ფიქსირებული ხარჯი და თუ პროექტის რეალიზაციისთვის  ვთქვათ მათ 1 წლით ნაკლები დაჭირდებათ, რა თქმა უნდა მოგებადარჩება, ანუ კერძო კომპანიის ყველა ნაბიჯი მიმართულია მოგებისაკენ, უფლება, რომ მისცე, ყველაფერს სახლში წაიღებს, ამიტომ, ჩვენი მოვალეობა ის არის, რომ ვაკონტროლოთ და ისეთ შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც არის, პირველ რიგში, ჩვენთვის სასარგებლო და მისთვის არ არის წამგებიანი.


საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ცვლილებების შემდგომ პროექტის თავიდან შემოწმებას კანონი არ ითვალისწინებს.


 კანონი, რომლითაც ცვლილებების ნაწილში საგზაო დეპარტამენტი მოქმედებს, დიდი ხანია არ შეცვლილა. ისევ წინა ხელისუფლების დროინდელია და 2010 წლის 25 მაისით თარიღდება. საუბარია ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის ბრძანებაზე.


 თუმცა, პროექტს ცვლილებების შემდეგ, ამ ბრძანებით დადგენილი პროცედურებიც არ გაუვლია. დღეს არსებული ვითარება შემდეგია: ჩინურ კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ს არ გააჩნია არც სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა და არც საქართველოს გზების დეპარტამენტის საბჭოს წარუდგენია  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში დადებითი დასკვნა. არადა, კანონის თანახმად ორივე საჭირო იყო.


 „ახალგაზდა ადვოკატები: „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 1-ელ კატეგორიას განკუთვნილი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა, ასევე ხიდები და გვირაბები განეკუთვნება მე-5 კლასის შენობა-ნაგებობას, რომელიც მიჩნეულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებად. „სინოჰიდროს“ მიერ სამტრედია-გრიგოლეთის აშენებული გზა განეკუთვნება 1-ელ კატეგორიას, საერთაშორისო სტატუსის ქვეშ და იმავდროულად, გზაზე არსებული ხიდების გამო, შედის მე-5 კლასის დაცვის განსაკუთრებულ ზონაში. ამდენად, მთავრობის დასახელებული დადგენილების 27-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, კომპანია „სინოჰიდრო“ ვალდებული იყო სამშენებლო ობიექტზე სავალდებულო საექსპერტო შეფასება წარმოედგინა.

(გაგრძელებას ხვალ შემოგთავაზებთ)


წყარო : ipress.ge





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up