საგზაო დეპარტამენტის არაკვალიფიციური და კორუფციული გარიგებები - მორიგი გაფლანგული ოცნებები ( ნაწილი მეორე)

საგზაო დეპარტამენტის არაკვალიფიციური და კორუფციული გარიგებები - მორიგი გაფლანგული ოცნებები ( ნაწილი მეორე)

access_time2018-03-16 10:55:35

ვინ გვიშენებს გზებს, რაში ვიხდით მილიარდებს, რატომ დომინირებენ ქართულ ბაზარზეკომპანიები შავი ხვრელებით, რატომ ჩააბარეს საეჭვო რეპუტაციის ჩინურ კომპანიებსყველაზე ძვირადღირებული საგზაო პროექტები, რატომ ვერ ვიბრუნებთ აქამდე  უკრაინულისამშენებლო კომპანიისგან 47 მილიონს, რატომ გადაირიცხა საქართველოს ბიუჯეტიდანავანსად 47 მილიონი ოკუპირებული დონეცკის ბანკის ფილიალში, ვინ აგებს პასუხს ჩვენსუსაფრთხოებაზე და რაც მთავარია ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე?


 „ახალგაზდა ადვოკატები: „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 1-ელ კატეგორიას განკუთვნილი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა, ასევე ხიდები და გვირაბები განეკუთვნება მე-5 კლასის შენობა-ნაგებობას, რომელიც მიჩნეულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებად. „სინოჰიდროს“ მიერ სამტრედია-გრიგოლეთის აშენებული გზა განეკუთვნება 1-ელ კატეგორიას, საერთაშორისო სტატუსის ქვეშ და იმავდროულად, გზაზე არსებული ხიდების გამო, შედის მე-5 კლასის დაცვის განსაკუთრებულ ზონაში. ამდენად, მთავრობის დასახელებული დადგენილების 27-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, კომპანია „სინოჰიდრო“ ვალდებული იყო სამშენებლო ობიექტზე სავალდებულო საექსპერტო შეფასება წარმოედგინა.


 შესაბამისად, კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ის მიერ 2016 წლიდან სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ნებართვებისა და საექსპერტო დასკვნის გარეშე, შეიძლება შეფასდეს, როგორც უკანონო“.


 ცვლილებების შესახებ ზუსტი მონაცემები, მათ შორის ფასთა შორის სხვაობა და დეტალური ხარჯთაღრიცხვა კონფიდენციალურია. საგზაო დეპარტამენტის ოფიციალური წერილის მიხედვით, ინფორმაციის საჯაროობას საერთაშორისო ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს.


 შესაბამისად, რამდენი დააფასა ჩინურმა კომპანიამ იაფი „ფითილი“ და რა არის სინამდვილეში მისი საბაზრო ფასი, არ ვიცით.


  „აიპრესი“ ამ „კონფიდენციალური“ დეტალების გასარკვევად ევროპის საინვესტიციო ბანკსაც დაუკავშირდა. ბანკის პრესასთან ურთიერთობის მენეჯერმა გაგვიცხადა, რომ ხელშეკრულება კონფიდენციალურია მათი მხრიდან , თუმცაღა, ქართულ მხარეს, თუ ის საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია, რადგან ეს პროექტი ჩვენთან ხორციელდება.


 „თქვენ გაქვთ მარტივი გზა, მიმართოთ ხელისუფლებას,“- გაგვიცხადეს ევროპის საინვესტიციო ბანკში.


 არ ვიცით, რამდენად მარტივია გზა ხელისუფლებისკენ ან რამდენად დავარწმუნებთ მათ იმაში, რომ  ის, რაც სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის თითქმის მილიარდიან პროექტზე ხდება, განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა ასაყვანი, მაგრამ ამ სტატიის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება ვის მოვთხოვოთ პასუხი მომავალში...


 ჩინური ახალი წელი და უპასუხოდ დატოვებული კითხვები...


 „სინოჰიდროს“ უკვე ორი კვირაა ველოდებით, პასუხი გაგვცეს სამ მარტივ კითხვაზე. დავუკავშირდით მის წარმომადგენელს გიორგი წურწუმიას და არაერთგზის ვცადეთ დაკავშირება კომპანიის იურისტ ბადრი ღაღაიშვილთან. თუმცა, მას შემდეგ, რაც კითხვები გადავუგზავნეთ, „აიპრესის“ ზარებს არცერთი მათგანი აღარ პასუხობს. კომპანიის წარმომადგენელმა ბოლო საუბრისას გვითხრა, რომ ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით ხელმძღვანელები სამშობლოში იყვნენ წასულები. მას შემდეგ 2 კვირა გავიდა და ახალმა წელმაც ჩაიარა, თუმცა კითხვებზე პასუხები დღემდე არ მიგვიღია.


 კითხვები, რომელზეც „სინოჰიდროს“ პასუხი არ აქვს, ასეთია:


  1. სამტრედია გრიგოლეთის მეორე ლოტზე, რომელსაც თქვენ აშენებთ, როდის შევიდა ცვლილებები?


2. შეტანილი ცვლილებების თანახმად რამდენი რჩება მოგება კომპანიას?


3. ე.წ წყალგამტარი ხიდები, რომელიც უკვე დაზიანებულია, ჩატეხილია, რომელი პროექტით აშენდა, შეცვლილით თუ თავდაპირველით?          


პროფესორი კოტე მჭედლიშვილი: სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს.


 პროფესორი, გზების სპეციალისტი კონსტანტინე მჭედლიშვილი „აიპრესთან“ საუბრისას  აცხადებს, რომ იმ ცვლილებების გამო, რაც ახლა სამტრედია გრიგოლეთის გზაზე ხდება,  გამოძიება უნდა დაიწყოს. პროფესორის თქმით, პროექტის პირვანდელი ვერსიის შეცვლა, რომელიც კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიან მიწებზე იყო გათვლილი, ყოვლად დაუშვებელი იყო.


პროფესორი კოტე მჭედლიშვილი: რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზას, იქ არის ურთულესი პირობები. ჯერ ერთი, იქ არის კოლხეთის ჭაობები, ეს არის ჭარბტენიანი ზონა. ამ ჭარბტენიან ზონაში დაპროექტების, ექსპლუატაციის და მშენებლობის თავისებური მეთოდებია. თანაც ამ ჭარბტენიან ზონაში თიხნარი გრუნტები გვაქვს კიდევ. ამიტომაც გულდასმით უნდა იყოს გამოკვლეული ის ადგილები, გეოლოგია, გრუნტის წყლები, ბუნებრივი პირობები.


 შემდეგ, ამ პირობების შესაბამისად უნდა იყოს პროექტი გაკეთებული. რამდენადაც ვიცი, პირველი პროექტი გაკეთებულია ქართველი ინჟინრების მიერ და საკმაოდ მაღალ დონეზეც, რაში დასჭირდათ ეს ცვლილებები გაუგებარია, თუმცა სულაც არა. ძალიან კარგად გასაგებია.


 რატო შეცვალეს ხიმინჯები?  იმიტომ, რომ ხიმინჯები ძვირია და ამათ გამოიყენეს უფრო იაფი ვარიანტი, თავიანთთვის ხელსაყრელი. რაც ახლა სამტრედია-გრიგოლეთზე ხდება, თვითნებობაა და მეტი არაფერი!


 იქ ვერტიკალური ნაბურღები უნდა შევსებულიყო ხრეშით, ან ქვიშით, იმიტომ, რომ ხრეში და ქვიშა არ იტკეპნება და კარგად იჭერს. დაჯდებოდა მიწის ვაკისი ჭადრაკულად განლაგებულ ვერტიკალურ ხიმინჯებზე, მაგრამ ამათ ეტყობა რაღაც შეცვალეს, რამაც არ გაამართლა და დაინგრა. მანდ უნდა დაინიშნოს გამოძიება იმის დასადგენად, ვინც ეს დაუშვა.


 ყველაზე ძვირი გზა - როგორ გამოიყურება ახლახანს დასრულებული სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე.


 როგორ გამოიყურება იაფად და სწრაფი მეთოდით , როგორც საგზაო დეპარტამენტის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ხერგიანი იტყოდა, თანამედროვე „PVD“ ტექნოლოგიით  გაკეთებული გზა, ამის გასარკვევად სამტრედია-გრიგოლეთის მეორე და მეოთხე ლოტი დავათვალიერეთ. ჩვენს მიერ წარმოდგენილ ამ ერთ ფოტოთიც (ფოტოები არაერთი გვაქვს)მარტივად დაადგენენ  სპეციალისტები  იმ ხარვეზს, რაც ახალგაკეთებულ ხიდებს აქვთ. ხიდები ჩამტვრეულია. ზემოდან დაწყობილი ტომრებით ჩაწეული ნაწილის გასწორებას ცილობენ, თუმცა სპეციალისტების განმარტებით ამით ე,წ ჯდენა არ მოხდება.


 

ახლახანს აშენებული ხიდები რომ დაზიანებულია ამას არც საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე უარყოფს.


ამონარიდი გიორგი სეთურიძის ინტერვიუდან:


 აიპრესი: ახლა მინდა მთავარი კითხვა დაგისვათ: ე. წ წყალგამტარი ხიდები, რომლის მშენებლობაც ახლახანს დასრულდა...

ჩატეხილია...


დიახ და რატომ არის ჩატეხილი? 12-მდე ხიდი დავათვალიერე და მხოლოდდასაწყისში იყო კარგი ხარისხი დანარჩენგან ყველგან ჩატეხილია და ყველგანპრობლემები აქვს. იქნებ ამიხსნათ, ეს როგორ მოხდა?


მშენებლობის პროცესში, ზუსტად ამ მონაკვეთებზე, რამდენიმე ადგილას იყო მოულოდნელიჯდენები. ამ ადგილზე  კომპანია თავისი ხარჯებით აკეთებს გეოლოგიურ კვლევებს, ანუ ესადგილი მოხვდა ორი ჭაბურღილის შუაში. ახლა ხდება ამ ადგილის მთლიანად შესწავლა.კონტრაქტს ერთი წელი აქვს ვადა, ეს ყველაფერი იქნება გამოსწორებული. ჩვენ ვამბობთ,რომ საბოლოო პროდუქტი გამორიცხულია რომ რაიმე ხარვეზებით იქნას მიღებული დაჩაბარებული. გამორიცხულია! რთული მონაკვეთია, თავადაც ნახეთ. თუ ერთად წავალთ,მეტ პრობლემას დაგანახებთ, უფრო სხვა კუთხითაც და იქაც აგიხსნით რა პროცესებიმიმდინარეობს და როგორ ვასწორებთ ამას.


როგორც უკვე გითხარით, საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პროექტში ცვლილებების შეტანას დამატებითი ექსპერტიზები არ სჭირდება. თუმცა, მას შემდეგ, რაც მედიაში ჩინურ „სინოჰიდროსა“ და სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზაზე სტატიები გამოქვეყნდა, დეპარტამენტმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩვენთან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ადასტურებს.



ამონარიდი გიორგი სეთურიძის ინტერვიუდან:


თუ არ იყო  საჭირო სამხარაულის ექსპერტიზა, 18 იანვარს რატომ მიმართეთ მათ?


მაგასაც გეტყვით რატომ მივმართეთ.


ეს  ხომ არ არის პატარა ცვლილება, რაც შუა სამუშაოების დროს გადაწყვიტეთშეგეტანათ?


თქვენ რა იცით პატარაა თუ დიდი? რა მასშტაბებით საზღვრავთ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.


თუნდაც იმ მასშტაბებით ვსაზღვრავ, რომ ამ ცვლილებით თვისობრივად სხვა ტექნოლოგიას იყენებთ, ვიდრე პირველ ვარიანტში იყო.  თუ არ იყო მნიშვნელოვანი ცვლილება რატომ მიმართეთ სამხარაულს?


რატომ მივმართეთ იმაზეც გეტყვით. ვიღაცამ შეიძლება სხვანაირად გამოიყენოს და ამის მიზეზს გეტყვით...როდესაც ცვლილება ეხება ღერძს, კორიდორს, ვთქვათ ხიდის მაგივრად გამოვიყენებთ ჭრილს, სადაც უკვე გარემოს ზემოქმედების თემები იცვლება, ეს არის თვისობრივი. იქ ახლა მე გამოვიყენებ ასფალტს თუ ბეტონს, რკინის არმირებას თუ ბაზალტის არმატურას, ეს თვისობრივად ითვლება?


კი, ითვლება. გზა მყარი იქნება თუ ნაკლებად მყარი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


აი აქ არის შეცდომა. ჩვენ ისე მკითხაობის სფეროში გადავდივართ.


რკინა მექნება თუ პლასტმასი გზის ქვეშ, ამას არ აქვს მნიშვნელობა?!


თქვენ რა იცით? ანუ ვიღაცა ამბობს ხომ?


მე კითხვებს ვსვამ...


რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუ ერთი და იგივე შედეგს მივაღწევთ უფრორაციონალური გზით, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ?


„რაციონალური გზით მიღწეული შედეგი“ ჩვენს ფოტომასალაშია ასახული.


საქართველოს ბიუჯეტიდან გადარიცხული 47 მილიონი ოკუპირებული დონეცკის ბანკში...


რა სიტუაცია გვაქვს დღეს სამტრედია-გრიგოლეთის სხვა ლოტებზე?


1.მაგისტრალი არ არის დასრულებული. 2. პირველ  ლოტზე გამარჯვებული  უკრაინული კომპანია „ალტკომი“ გამქრალია. 3. სახელმწიფო უკან ვერ იბრუნებს ავანსად გადახდილ 47 მილიონს, რადგან საბანკო გარანტია გაცემული იყო საეჭვო რეპუტაციის მქონე ბანკის მიერ  4. თანხა გადაირიცხა ოკუპირებული დონეცკის ბანკის ფილიალში. 5. მესამე ლოტის მშენებელ კომპანია „ტოდინს“ კი არ აქვს გადაზღვევა საქართველოს რომელიმე ბანკში.


 ამ ყველაფერს საგზაო დეპარტამენტში არ უარყოფენ. ამონარიდი გიორგი სეთურიძის ინტერვიუდან:


როგორ მოახერხა უკრაინულმა კომპანია „ალტკომმა“ პირველ ლოტზე გამარჯვება? კომპანიას, რომელსაც უსერიოზულესი პრობლემები ჰქონდა და 47 მილიონი მილიონი, ჩვენგან აღებული ავანსი თან გაიყოლა?


„ალტკომი“ ალბათ 4 წლის წინანდელია თუ 5 წლის ამბავია...


არ არის 5 წლის წინანდელი ამბავი... 2015 წლის ამბავია და სამტრედია-გრიგოლეთის პირველი ლოტი, რომელზეც თავიდან გამოაცხადეთ ტენდერი, მაგათი იყო.


ცალკე სერიოზული ქეისია ეს „ალტკომი“. მთავრობამ ძალიან ბევრი იწვალა, რომ ეს კონტრაქტი შეგვენარჩუნებინა.  ფაქტობრივად, „ალტკომს“ ერთი წელი და მერე კიდევ ერთი წელი აცალა, რომ თავისი ფინანსური მდგომარეობები გაეუმჯობესებინა, რაც მან ვერ მოახერხა, ამიტომ ხელშეკრულება  შეწყვეტილია.


საქართველოს ისტორიაში სულ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია, როდესაც ასეთი დონის კონტრაქტი წყდება და გვიწევს ტენდერის თავიდან გამოცხადება. გუშინ გაიხნა სატენდერო წინადადებები პირველ ლოტზე.


მაგრამ ამასობასი „ალტკომს“  ავანსად 47 მილიონი უკვე აღებული ჰქონდა.


აღებული ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ გვაქვს საბანკო გარანტიები, ვმუშაობთ რომ ამ ბანკს თანხები ჩავარიცხიოთ. რატომღაც პრესაში ამასთან დაკავშირებით სკეპტიკური ინფორმაციები გავიდა.


დიახ, სკეპტიკური ინფორმაციები გავიდა და იცით, რატომაც.  საბანკო გარანტიები საიდან აქვს ალტკომს?


უკრაინიდან აქვს.


არა, დონცკიდან აქვს...


არა კიევიდან აქვს, ეს არასწორია.


ახლა გადმოიტანეს, ანგარიში კიევში?


არა, ეს იგივეა, ახლა ჩვენ რომ ვთქვათ საქართველოს ბანკის რომელიმე ფილიალზე მესტიიდანაა გადარიცხვაო.


სათაო არის კიევში, ამ ბანკის ხელმძღვანელი საქართველოში ბრძანდებოდა და მისი გარანტიების წერილები, გაუგრძელდა მას ვადა, წარმოდგენილია სწორედ კიევიდან. ასე რომ, დონეცკით სპეკულირება არ არის საჭირო, სათაო ოფისი არის დონეცკში.


„ალტკომს „დონეცკის ფილიალში აქვს საბანკო ოპერაცია ჩატარებული.


საბანკო  გარანტიებში საერთოდ არ არის ფილიალი მითითებული, ფული გადარიცხა დონეცკში, ალბათ ამას გულისხმობთ, ესეც, სამწუხაროდ, ეს პროექტიც შეფერხდა და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროექტი არ გაჩერებულიყო.


მესამე ლოტის მშენებელ კომპანია „ტოდინთან„ დაკავშირებით, რომელიც ყაზახებმა შეიძინეს, თუ მოითხოვეთ საბანკო გარანტიები და გადაზღვევა?


ჩვენ გვაქვს იმის უფლება, მოვითხოვოთ და შევისწავლოთ რომელ ბანკშია კომპანია დაზღვეული. უმეტესწილად, ჩვენ უკვე ვითხოვთ ქართულ ბანკებში გაცემულ კონტრგარანტიას და ვთვლი, რომ ეს არის სწორი და ჩვენთვის უფრო ნაკლები რისკია.


„ტოდინის გადაზღვევა მოითხოვეთ საქართველოში?


ტოდინს „ა“ ვიზირება აქვს გაკეთებული . საქართველოში რომელიმე ბანკის მიერ, გარანტია არ გაცემულა, მაგრამ ეს არის მაღალი კლასის ბანკი, რომელთანაც პრობლემებს ჩვენ ვერ ვხედავთ.


 Change - რატომ ასაქმებენ საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები

.

საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე კიდევ ბევრ რამეში ვერ ხედავენ პრობლემას. მაგალითად ზურაბ ალავიძის ლოგიკას თუ მივყვებით, თუ საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ხარ, ამავდროულად სატენდერო კომისიის წევრი და ტენდერში გამარჯვებული კომპანია ძალიან მალევე რამდენიმე ათას დოლარიან ხელფასზე მასთან გასაქმებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია და მინისტრის ენაზე - კომპეტენტური კადრების დასაქმებას ნიშნავს.


რა ჰქვია ამას სინამდვილეში, განსჯა მკითხველისთვის მიგვინდია. ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით კი სქემა ასეთია:


ინფორმაცია N 1: საგზაო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები იმ უცხოურ სამშენებლო კომპანიებში გადავიდნენ სამუშაოდ, რომლებმაც საგზაო დეპარტამენტის ტენდერებში გაიმარჯვეს.


ინფორმაცია N2. ეს მაღალჩინოსნები იმ სატენდერო კომისიის წევრებიც იყვნენ, რომელთა ხელში სწორედ იმ კომპანიების სატენდერო დოკუმენტაციამ გაიარა, რომელ კომპანიებშიც სამუშაოდ გადავიდნენ.


ინფორმაცია N3 . არის ცოტა განსხვავებული „ქეისიც“ - საგზაო დეპარტამენტის ტენდერში გამარჯვებული უცხოური კომპანიის დირექტორი საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.


გივი ჩოჩია - საგზაო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, დეპარტამენტის თავმჯდომარისყოფილი მოადგილე, სამუშაოდ გადავიდა იმ თურქულ კომპანიაში, რომელმაც რამდენიმეხნის წინ ბათუმის შემოვლითი გზის ტენდერი მოიგო. საუბარია კომპანია „POLAT YOL & MAPA“ -ზე.


 ზაზა სიმონია - საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე. საგზაო დეპარტამენტიდან სამუშაოდ გადადის ჩინურ კომპანია „სინოჰიდროში“, რომელსაც მოგებული აქვს ყველაზე ძვირადღირებული საგზაო ტენდერები, მათ შორის, სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტი, რომლის ღირებულება 253 მილიონია. ზაზა სიმონია სინოჰიდროში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე - რეგიონალურ მენეჯერად ინიშნება.


 ირაკლი ხერგიანი - საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სამუშაოდ გადავიდა საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „დოჰვაინჟინერინგში“, კომპანიაში, რომელიც ზედამხედველობას უწევდა თბილისი-რუსთავის გზას, ქობულეთის შემოვლით გზას და საქართველოს 10 შიდა და მეორადი გზის რეკონსტრუქციის ზედამხედველობა აქვს აღებული.


 ზურაბ სიხარულიძე - საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსმა დატოვა  თანამდებობა და სამუშაოდ იმ კომპანიაში გადავიდა, რომელიც„ბათუმის შემოვლითი გზის“ პროექტს  ზედამხედველობს - „სნეკში“.


ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე? ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აფბა მთელს პასუხისმგებლობას პრემიერს აკისრებს და საგზაო პროექტების მიმდინარეობის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.


ჩვენი დაკვირვებით იკვეთება ფაქტები, როდესაც მასშტაბურ პროექტებში გამარჯვებული კომპანიები, გამარჯვებიდან მოკლე დროშივე ითხოვენ პროექტებში ცვლილებებს და უპრობლემოდ იღებენ ნებართვებს ამ ცვლილებებზე. ხშირ შემთხვევაში, ათეულობით მილიონით მანიპულირება ხდება მხოლოდ გზების დეპარტამენტში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც ასევე ბადებს უამრავ კითხვას კანონმდებლობასთან მიმართებაში, რომელიც აღნიშნული ქმედებების საშუალებას იძლევა.


ყოველივე ზემოაღწერილი, გარდა იმისა, რომ იწვევს სახელმწიფო კრედიტებისა და ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვას და უკიდურესად ზრდის კორუფციის რისკს, ქვეყნის იმიჯზე და კონკურენტულ გარემოზეც უარყოფითად მოქმედებს, რადგან დარღვეულია შეჯიბრებითობის ელემენტარული პრინციპი – საეჭვო რეპუტაციის კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში აბსოლუტურად სხვა პირობებით და ასრულებენ აბსოლუტურად სხვა პროექტებს, რომლის განხორციელებაშიც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტენდერში დამარცხებული კომპანიები გაცილებით ნაკლებ თანხას დაასახელებდნენ. - ნათქვამია აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 ფაქტები, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, მხოლოდ ამ ერთ მონაკვეთს არ ეხება... კიდევ ბევრია... ამიტომაც, ეს გზები ტაძრებამდე არ მიგვიყვანს...

 

წყარო :ipress.ge




BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up