საგრანტო ხელშეკრულება GITA - სა და შპს „OxGen“- ს შორის

საგრანტო ხელშეკრულება GITA - სა და შპს „OxGen“- ს შორის

access_time2021-04-21 14:00:08

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი გრანტი სტარტაპმა “OxGen”-მა მიიღო. კომპანია სინთეზური ბიოლოგიის გამოყენებით (Synthetic Biology), ქმნის ინოვაციურ სადიაგნოსტიკო ტესტებს სხვადასხვა ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების აღმოსაჩენად. სინთეზური ბიოლოგიის გამოყენება ახალი სიტყვაა დიაგნოსტიკაში, რაც საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ახალი თაობის სწრაფი და ეფექტიანი ტესტ სისტემები. კომპანიის მიზანია, სპეციალიზებული პროდუქციის ხაზით დაიკავოს ნიშა მსოფლიო ბაზარზე.


შპს „OxGen” დაფუძნდა, ვლადიმერ ბარამიძის მიერ 2014 წელს, GRDF-CDC პროგრამის დაფინანსებით. კომპანია მოიცავს პარტნიორებს იაპონიასა და გერმანიაში. GITA - ს გრანტით, დაგეგმილია ნატახტარში ბიოტექნოლოგიური წარმოების შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო დანადგარითა და სტანდარტით. კომპანიის კოლაბორატორები არიან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია. 2023 წელს კომპანია გეგმავს მისი წარმოების ძირითადი ნაწილის ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.



საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.


(NS)





მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია
access_time2021-05-15 20:00:28
ამერიკელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ რეალურად კორონავირუსს არა 3,2 მლნ. როგორც ამბობს ოფიციალური სტატისტიკა, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწირა.   მათი აზრით, თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსისგან სიკვდილიანობის სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია და ეს თითქმის ყველა ქვეყანას ეხება - მდიდარს და ღარიბს, დემოკრატიულს და ავტორიტარულს.   განსაკუთრებით დიდია სხვაობა სტატისტიკას და რეალობას შორის რუსეთში.   ვაშინგტონის უნივერსიტერის...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...


მსგავსი სიახლეები

up