საგრანტო ხელშეკრულება GITA-სა და კომპანია „Phubber“-ს შორის

საგრანტო ხელშეკრულება GITA-სა და კომპანია „Phubber“-ს შორის

access_time2021-08-05 16:44:53

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი გრანტი სტარტაპმა Phubber -მა მიიღო. Phubber- ი სოციალური შოპინგის პლატფორმაა, რომელიც სოციალური ქსელისა და ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიის მიქსია. აპლიკაციის მოსარგებლე ყველა პირი არის მყიდველიც და გამყიდველიც, მათ აქვთ თავისი პერსონალური მაღაზიები, სადაც შეუძლიათ ნივთების ატვირთვა, აქვთ რეიტინგის სისტემა, შეფასებები და ჰყავთ Follower-ები. აპლიკაცია ლაივ რეჟიმში მუშაობს უკვე 19 თვეა, ჰყავს 120,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი, გაყიდულია 40,000-ზე მეტი ნივთი ჯამური ღირებულებით 5,100,000 ლარი.


სტარტაპი GITA-ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ბენეფიციარია და 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის პერიოდში გადავიდა სწრაფი ზრდის ეტაპზე. GITA-ს გრანტთან ერთად კომპანიამ დამატებით მოიზიდა 400 000 $-ის ინვესტიცია WhatsApp-ის ერთ-ერთი მთავარი დეველოპერისა და მეწილესგან. დამატებით 200 000 $-ზე პროცესი მიმდინარეობს. ჯამურად ჯიტას გრანტის ჩათვლით კომპანიას მოზიდული აქვთ 700 000 $, რომელიც ტექნოლოგიის განვითარებასა და ახალი ბაზრების ათვისებას მოხმარდება. ფაბერი აგვისტოში უკრაინის ბაზარზე დაიწყებს ოპერირებას.



საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნესპროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.


(NS)





საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up