საგარეო ვალის საპროცენტო ხარჯი 2021 წელს 300 მლნ ლარს გადააჭარბებს

საგარეო ვალის საპროცენტო ხარჯი 2021 წელს 300 მლნ ლარს გადააჭარბებს

access_time2021-01-19 11:00:07

საგარეო ვალის ზრდასთან ერთად, მისი მომსახურების ხარჯიც იზრდება, რასაც თავის მხრივ გაუფასურებული ლარიც ემატება. 2021 წელს საქართველოს 3.3 კურსზე მოუწევს ისეთი ვალბის დაფარვა რომლის აღების მომენტშიც 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.00-ზე და 2.80-ზე ნაკლებსაც შეადგენდა.


2020 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი გასასტუმრებლად $841 მლნ-ის გადახდა მოუწევს, რაც 18 იანვრის კურსით ₾2.750 მლრდ-ს შეადგენს. ამ თანხის 3/4-ის $604 მლნ-ის გადახდა მეორე კვარტალშია გათვალისწინებული.


ეროვნულ ბანკს საგარეო ვალის დაფარვის გრაფიკში ცალკე მეოთხე კვარტალი გამოყოფილი არ აქვს, თუმცა 2021 წლის მეოთხე კვარტალისა და 2022 წლის პირველის ჯამურ დასაფარ თანხად $204 მლნ-ა მითითებული. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ვალდებულებების კლებაში ₾2.647 მლნ-ა გათვალისწინებული, რაც ახლდასაღევ ვალთან შედარებით ₾528 მლნ-ით ნაკლებია.


გადასახდელი $841 მლნ-დან $94 მლნ ანუ 309 მლნ ლარი საპროცენტო ხარჯია, დანარჩენი სეხის ძირი თანხა.


სახელმწიფოების მიმართ საქართველოს ყველაზე მეტი ვალი გერმანიასთან აქვს - $720 მლნ, მეორე ადგილზე $571 მლნ-ით საფრანგეთია, სამეულს $218 მლნ-ით იაპონია ასრულებს.



ვალის მოცულობა გაცილებით დიდია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიმართ. მსოფლიო ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA)-ს მიმართ არსებული ჯამური დავალიანების მოცულობა $2.011 მლრდ-ს აღწევს.აზიის განვითარების ბანკის (ADB) წინაშე არსებული დავალიანება კი $1.415 მლრდ-ს შეადგენს.


2020 წლის 30 სექტემბერის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $19.7 მლრდ-ს (64.7 მლრდ ლარს) შეადგენდა - მშპ-ს 120.4%-ს. ამ თანხის 45.1% - $8.9 მლრდ სახელმწიფო ვალია, რაც მშპ-ს 54.6%-ს შეადგენს, საიდანაც $6.8 მლრდ უშუალოდ სამთავრობო სექტორის ვალია, $458 მლნ ეროვნული ბანკის და $1.7 მლრდ სახელმწიფო კომპანიების. დანრჩენის $10.8 მლრდ კერძო სექტორზე მოდის, მათ შორის $4.4 მლრდ კომერციულ ბანკებზე. ფინანსთა სამინისტროს ბოლო მონაცემები 30 ნოემბრით თარიღდება, სადაც სამთავრობო სექტორის საგარეო ვალი $200 მლნ-ით $7.005 მლრდ-მდეა გაზრდილი.


2021 წელს სახელმწიფო ვალი მშპ-ს 60%-ს გადააჭარბებს, რასაც „თავისუფლების აქტი“ კრძალავს, მაგრამ იგივე დოკუმენტი ორ გამონაკლისს უშვებს: 1) საომარი ან სგანგებო მდგომარეობა; 2) თუ ზედიზედ 2 კვარტალის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2 პროცენტული პუნქტით ან უფრო მეტით დაბალია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.საქათველოში საგანგებო მდგომარეობაც იყო გამოცხადებული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არათაუ 2%-ით 11%-ითაც შემცირდა და 5.1%-იანი ზრდის შემდეგ, 11 თვეში 5.9%-ით შემცირდა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up