საგარეო ვალი შემცირდა. 1 თებერვლისთვის საქართველოს უცხოელი კრედიტორების მიმართ 5.67 მლრდ დოლარი მართებდა, 63.2 მილიონით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის ბოლოს.ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2020 წლის პირველ თვეში საქართველოში 6.7 მლნ დოლარის სესხი შემოვიდა, ძირი თანხის დაფარვისთვის 34.52 მლნ იყო გადახდილი, სესხის მომსაცურებისთვის კი, 12.18 მლნ.
შიდა ვალი კი, გაიზარდა, ზრდა 39.48 მლნ ლარი იყო. ქვეყანას 4.198 მლრდ ლარის შიდა ვალი აქვს.
მთლიანობაში სახელმწიფოს ვალი, ისტორიული ვალის გამოკლებით 20.62 მლრდ ლარია.
gbc.ge