„საგარეო ვალი 55%-მდე გაიზრდება, რაც ჩვენმა გადაწყვეტილებამაც გამოიწვია შეგვექმნა მაღალი ფისკალური რეზერვები“ - ნიკოლოზ გაგუა

„საგარეო ვალი 55%-მდე გაიზრდება, რაც ჩვენმა გადაწყვეტილებამაც გამოიწვია შეგვექმნა მაღალი ფისკალური რეზერვები“ - ნიკოლოზ გაგუა

access_time2020-10-16 11:00:29

პანდემიის პირობებში საგარეო ვალი 55%-მდე გაიზრდება. ზრდა გამოიწვია ასევე ჩვენმა გადაწყვეტილებამ შეგვექმნა მაღალი ფისკალური რეზერვები“,- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო“. მან გადაცემაში საგარეო ვალის გაზრდის მიზეზებისა და შედეგებზე შესახებ ისაუბრა.


გვქონდა  საგარეო ვალის შემცირების ტენდეცია ბოლო სამი წლის განმავლობაში და ეს რიცხვი 39% იყო.  მიმდინარე წელმა კი მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ამ მაჩვენებელს. პანდემიის პირობებში საგარეო ვალი 55%-მდე გაიზრდება. ზრდა გამოიწვია ასევე ჩვენმა გადაწყვეტილებამ შეგვექმნა მაღალი ფისკალური რეზერვები და შესაბამისად, მზად ვყოფილიყავით ყველა ნეგატიური სცენარისთვის.  საერთაშორისო წყაროებიდან წელს მოზიდული იქნება 5 მილიარდი ლარი. ეს არის თანხა, რომელმაც გაზარდა ჩვენი ვალი, თუმცა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეგვძინა. ის,რომ ჩვენ არ გვაქვს გაუარესება ეიტინგებში სწორედ ამ მოზიდულმა თანხებმა განაპირობა.


თუმცა, გვაქვს ძალიან ძვირი უცხოური სესხები და ვალის ხარისხობრივი ცვლილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით,რომ გავთავისუფლდეთ ძვირი სესხებისგან. უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულება მაღალია, ვალის 80% გვაქვს უცხოურ ვალუტაში.  ჩვენი მიზანია ამ მაჩვენებლის 60%-მდე ჩამოსვლა. არ არის ეს მარტივი, თუმცა ამ მიმართულებით სვლა უნდა დავიწყოთ,“- ამბობს ნიკოლოზ გაგუა. 


მან გადაცემაში დედოლარიზაციის შედეგებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. 



რაც შეეხება დედოლარიზაციას, იგი, პირველ რიგში, ეკონომიკის ზრდისთვის ხელისშემშლელია. დედოლარიზაციის პროცესი ქვეყნებმა ვალუტის გაუფასურების წინა პერიოდში დაიწყეს, ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვართ და საერთაშორისო მაგალითებიც გვიჩვენებს,რომ ყველა ქვეყანამ სწორედ ასეთ დროს მოახდინა გარღვევა ამ მიმართულებით,“- ამბობს ნიკოლოზ გაგუა.


ნიკოლოზ გაგუა იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამასაც აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში საფინანსო სექტორის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. 


რეალური სექტორის დაკრედიტება, თუ ფინანსური სექტორის სხვა მაჩვენებლები საკმაოდ კარგია. დეველოპერულ სექტორში პოზიტიური მოვლენების მომსწრეები ვართ. გვქონდა კლების მოლოდინი, მაგრამ ამ ეტაპზე ზრდის მაჩვენებელი გვაქვს. პროგრამამ,რომლის ინიცირებაც მოხდა მთავრობის მიერ ეროვნულ ბანკთან ერთად, საკმაოდ გაამართლა. რეალური სექტორის დაკრედიტების მაჩვენებელიც მაღალია. დარწმუნებული ვართ, რომ 5%-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მომავალი წლიდან აღვადგენთ. საფინანსო სექტორის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, ეს ეხება არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს. წინა ფინანსური კრიზისების შემდეგ, მსოფლიომ ისწავლა ამ პროცესების მართვა და ამდენად, ფინანსური კრიზისების ნაკლები მოლოდინი გვაქვს. ზოგადად, საფინანსო სექტორი ლაკმუსის ქაღალდია და დანარჩენი ეკონომიკის ანარეკლს წარმოადგენს. ამიტომ, გვაქვს მოლოდინი,რომ სიტუაცია დასტაბილურდება.


მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ის მაჩვენებელი,რომელსაც ენდობიან ინვესტორები. მაკროეკონომიკური ხასიათის პრობლემები კი არ იქნება. გასული წლის პერიოდში 2%-იანი დეფიციტი გვქონდა,ისტორიული მაქსიმუმი კაპიტალის ხარჯვებში, ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნის სტატუსს ვიფერთხავდით,“- ამბობს ნიკოლოზ გაგუა.


საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ სახელმწიფოს მიერ სოციალური კომპონენტის გაძლიერების საჭიროებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პენსიების ზრდის ავტომატური რეჟიმის შემოღება, რომელიც ეკონომიკის დინამიკის პარალელურად გაიზრდება და შესაბამისად, პოლიტიკური გადაწყვეტილებით პენსიები აღარ გაიზრდება. 


„პანდემიურმა ეკონომიკამ გვაჩვენა,რომ ახლა კიდევ უფრო მეტი რეფორმის განხორციელებაა საჭირო.  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისგან მაღალი რეფორმატორის სტატუსი მოიპოვა, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ არათუ შევნელეთ რეფორმების განხორციელება, არამედ დავაჩქარეთ კიდეც. რეფორმები ბევრი მიმართულებით კიდევ გასატარებელიანორმალურ პირობებში 2021 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად მაღალი იქნებოდა,“- ამბობს ნიკოლოზ გაგუა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up