იანვარ-ნოემბერში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.7%-ით $3.822 მლრდ-მდე, იმპორტი 24.5%-ით $9.006 მლრდ-მდე, ხოლო საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 25.2%-ით $12.828 მლრდ-მდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11 თვეში $5.184 მლრდ, სავაჭრო ბრუნვის 40.4% შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
უშუალოდ ნოემბერში ექსპორტი 43%-ით $430 მლნ-მდე, იმპორტი 41%-ით $1.014 მლრდ-მდე და ბრუნვა ასევე 41%-ით $1.444 მლრდ-მდე გაიზარდა. საგარეო ვაჭრობის ბრუნვის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 20 დეკემბერს გამოაქვეყნებს.