საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2023 წელსაც, ტრადიციულად, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს კვლავ შესთავაზებს „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამას.
პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობას.
პროექტის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონული სახით.