საგარეო უწყება უახლოეს დღეებში იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანს

საგარეო უწყება უახლოეს დღეებში იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანს

access_time2020-03-07 20:17:14

„იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მოხდება თვითმფრინავით, დიდი ალბათობით რომიდან. ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკის, ჯანდაცვის სამინისტროებთან,საჰაერო ავიაციის დეპარტამენტთან, აეროპორტების გაერთიანებასთან, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს თვითმფრინავის გაგზავნა იტალიის მიმართულებით, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩამოვიყვანოთ", -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩოს ყველა თანამშრომელი 24 საათიან განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

შეიქმნა სპეციალური ელ.მისამართი და გავრცელდა განცხადება, სადაც საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ შეძენილი ან დაჯავშნილი ბილეთები, რომელიც ფრენების შეჩერების გამო გაუქმდა, უნდა მიმართონ საქართველოს საელჩოს რომში, რათა მოხდეს ყველა ასეთი პირის იდენტიფიცირება და მათი საქართველოში დაბრუნება. აუცილებელია მოქალაქეებმა მისამართზე hotline.rome@mfa.gov.geგააგზავნონ პასპორტის და ბილეთის ჯავშნების ასლები.

"დღევანდელი მდგომარეობით,შემიძლია გითხრათ,რომ მთელი ღამის განმავლობაში იმუშავა ჩვენმა საკონსულო სამსახურმა,საელჩომ. ამ ეტაპზე გვყავს 95 ადამიანი, მაგრამ მონაცემები იცვლება, რომელმაც წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამის ელ.მისამართზე,მოხდა დაკავშირება ამ ადამიანებთან,მათ ესაუბრნენ საელჩოს თანამშრომლები და შესაბამისად ამ ადამიანების ჩამოყვანას ვგეგმავთ უახლოეს დღეებში", -განაცხადა ხვთისიაშვილმა.


მინისტრის მოადგილემ, ამჟამად იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა რეისებიც გაუქმდა, თხოვნით მიმართა, რომ სიფრთხილით მოეკიდონ შექმნილ ვითარებას და ხელს ნუ შეუწყობენ დამატებითი მღელვარების დათესვას. საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს ყურადღებას მიაქცევს და მიხედავს.

“ერთი თხოვნა მაქვს და მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანთან მოხდა კომუნიკაცია, ჩვენ დღეს დილით შევიტყვეთ და ვნახეთ, რომ ადამიანები, რომლებიც დარჩნენ იქ რეისების გაუქმების გამო, გამოხატავენ შიშს, რომ მათ არ მიხედავს სახელმწიფო და მთავრობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის შექმნილი იმეილის მისამართი,რომელზეც ეს ადამიანები აგზავნიან თავის მონაცემებს. როგორც კი მონაცემებს იღებს საელჩო, მათ უკან ეგზავნებათ შეტყობინება, რომ მონაცემები არის მიღებული და უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მათთან მოხდება კომუნიკაცია. დღევანდელ დღეს, 95 ადამიანთან მოხდა კომუნიკაცია, 95-ვე ადამინი არის კონტროლის ქვეშ. მომავალში, თუ ვინმე დააპირებს დარეკვას და გამოგზავნის ინფორმაციას ჩვენს იმეილზე, იყავით დარწმუნებული, რომ საქართველოს საკონსულო და საელჩო იტალიაში, დაგიკავშირდებათ უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ნუ ინერვიულებთ, საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს მიხედავს და მიაქცევს ყურადღებას“, -განაცხადა ხვთისიაშვილმა.

შეგახსენებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იტალიის რესპუბლიკაში მყოფი ის მოქალაქეები, ვინც იტალიასთან რეისების გაუქმების გამო ვეღარ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას და ბილეთები ჰქონდა შეძენილი მომდევნო ორ კვირაზე, მათ წამოყვანას სამშობლოში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.​


თეგები:
იტალია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up