საგარეო უწყება სოხუმში ე.წ. არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლების ჩასვლას არ ადასტურებს

საგარეო უწყება სოხუმში ე.წ. არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლების ჩასვლას არ ადასტურებს

access_time2019-08-25 17:40:57

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩინეთიდან და გერმანიიდან დამკვირვებლები არიან ჩასულები, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, სოხუმში ჩასული არის ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს ერთი წარმომადგენელი - თანამშრომელი და არა დეპუტატი, რომელიც არის რუსეთთან დაახლოებული პირი. კონსტანტინიდის განცხადებით, ამ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათავისოდ იყენებენ.

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ფაქტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას უწოდა.


ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, „პრეზიდენტის“ თანამდებობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის.

Imedinews 

თეგები:
სოხუმი



დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up