საგარეო უწყება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საგარეო უწყება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

access_time2018-11-09 11:56:27

საგარეო უწყება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად, საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ არაუგვიანეს 11 ნოემბრისა.



ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მიმდინარე წლის 7 ნოემბრის #52 დადგენილებით, არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის დადგინდა საზღვარგარეთ ჩვენი თანამოქალაქეების საარჩევნო მიზნებისათვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადა - 2018 წლის 11 ნოემბერი (მუხლი 1. მე-3 ნაწილი).



როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უწყება კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ საარჩევნო სიებში რეგისტრაციისა, და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობაა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.




„მოქალაქეებმა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით, უნდა მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან ელექტრონულად (ონ-ლაინ რეჟიმში) დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის (https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit) მეშვეობით.



საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის ონლაინ რეჟიმში 4000-მდე მოქალაქე დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო მათთვის, ვისაც აღნიშნულ პროცესში ესაჭიროება ტექნიკური დახმარება, ყველა საკონსულო დაწესებულებაში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი (http://www.mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Consular-Hotline.aspx), სადაც მოქალაქეები ინდივიდუალურად მიიღებენ საჭირო დახმარებას.



საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საარჩევნო უფლების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, საკონსულო დაწესებულებები/დიპლომატიური წარმომადგენლობები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს არასამუშაო დღეებში მოქალაქეთა მომსახურების - მათ შორის - საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის განხორციელებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.








უორენ ბაფეტმა 4 მლრდ. დოლარი ბანკ JPMorgan Chase-ში ჩადო

უორენ ბაფეტმა  4 მლრდ. დოლარი  ბანკ JPMorgan Chase-ში ჩადო
access_time2018-11-16 20:30:54
უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მა  4 მლრდ,. დოლარი ბანკ  JPMorgan Chase-ში ჩადო, რითიც  ამ ფინანსური ინსტიტუტის აქციათა 1%-ს მფლობელი გახდა - თუმცა ეს არ აძლევს ბაეფტის ჰოლდინგს ბანკის უმსხვილეს 5 ინვესტორთა სიაში მოხვედრის საშუალებას -  იტყობინება გაზეთი The Wall Street Journal. ზოგადად კი, კომპანია უკვე კარგა ხანია იჩენს განსაკუთრებულ ინტერესს საბანკო სექტორისადმი  - ამ დროისთვის Berkshire...

დავა „დაჩაგრულებზე - მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა თანხები პროექტზე, რომელიც აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოების მიზნით შეიქმნა

 დავა „დაჩაგრულებზე  - მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა თანხები პროექტზე, რომელიც აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოების მიზნით შეიქმნა
access_time2018-11-16 19:30:42
 „თბილისის მერიისა და შერიგების სამინისტროს მიერ ინიცირებული კომიქსი „დაჩაგრულები, რომლის შესაქმნელადაც ბიუჯეტიდან 68 791 ლარი გამოიყო, არ დაბეჭდილა “, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.   მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანების უმეტესობა გამქრალ ფულზე და დაუბეჭდავ კომიქსზე წერდა.   ფლანგვის დეტექტორმა საკუთარ...

პირველად 1 წლის განმავლობაში, ბიტკოინი $6,000-ს ჩამოსცდა

პირველად 1 წლის განმავლობაში, ბიტკოინი $6,000-ს ჩამოსცდა
access_time2018-11-16 18:20:27
ბიტკოინის ფასი 10%-ით გაუფასურდა და მისმა ღირებულებამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მისი ღირებულება ამჟამად $5,500-ს შეადგენს. ბიტკოინის პარალელურად, მკვეთრი ვარდნა განიცადეს სხვა წამყვანმა კრიპტოვალუტებმა: რიპლი (-9.56%-იანი გაუფასურება, $0.45); 2. ეთერიუმი (-13.75%-იანი გაუფასურება, $175); 3....

სტატისტიკის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს

სტატისტიკის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს
access_time2018-11-16 17:30:11
საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს. ამ რეგიონში შემწეობას იქ მცხოვრები მოსახლეობის 41%-ზე მეტი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 7% იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს, რომელმაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ...

IMF ჩაშლილ ტენდერებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოში კი ელექტრონულ შესყიდვებს კორუფციის საუკეთესო საშუალებად აფასებენ

IMF ჩაშლილ ტენდერებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოში კი ელექტრონულ შესყიდვებს კორუფციის საუკეთესო საშუალებად აფასებენ
access_time2018-11-16 16:30:01
„საქართველოში ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა და შესყიდვების პროცესში არსებული საჩივრების რაოდენობა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს „- ასე შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ქვეყანაში არსებული ვითარება.   სახელმწიფო ტენდერები ერთ-ერთი აქტუალური და სადავო საკითხია, რაზეც ყურადღებას მუდმივად ამახვილებს ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია,...


მსგავსი სიახლეები

up