საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება

საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება

access_time2019-08-25 10:55:44

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას უწოდებს.

„იმ ფონზე, როცა აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, ბუნებრივია, ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
 
ცხადია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობას ისევე, როგორც იმ უკანონო ნაბიჯებს, რასაც რუსეთის ფედერაცია დგამს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვის, მილიტარიზაციისა და ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის კუთხით.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.  
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, „პრეზიდენტის“ თანამდებობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის.



Imedinews 


თეგები:
აფხაზეთი



სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს
access_time2019-09-22 14:00:36
სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ...

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ
access_time2019-09-22 12:00:49
Forbes-ის რეიტინგში „50 ქალი ტექნოლოგიურ სფეროში“  ისეთ კატეგორიების გვერდით, როგორიცაა „კომპანიების შემქნელები“, „მაგნატები“, და „ინოვატორები“, არის კატეგორია „მებრძოლები“ - სწორედ იქ არის მონიშნული 51 წლის დანიელი პოლიტიკოსი მარგრეტე ვესტაგერი.   ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროკომისარი - ამის მიზეზია მის მიერ ინიცირებული სკანდალური გამოძიებები ტექნოლოგიური გიგანტების წინაამღდეგ. ისეთების, როგორიც არის Google, Apple და Facebook – და მათთვის უზარმაზარი...

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“
access_time2019-09-22 10:00:56
„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.  მანვე NDI-ს კვლევის ეკონომიკური ნაწილიც მიმოიხილა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ლოგიკურია და ასახავს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას. „ საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასად 1200 ლარია მიჩნეული, თუმცა ეს ციფრი არ...

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...


მსგავსი სიახლეები

up