საგარეო უწყება - მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჩვენი საელჩოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

საგარეო უწყება - მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჩვენი საელჩოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

access_time2020-03-07 19:27:07

„მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის რასაკვირველია, იტალიაში, ირანში და სხვა მაღალი რისკის ქვეყნებში, ჩვენი საელჩოები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. ყველა საელჩოს და საკონსულოს აქვს კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ყველა იმ ქვეყანაში სადაც მზარდია დაინფიცირების მაჩვენებელი, ამოქმედებულია დამატებითი ცხელი ხაზი”, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით და მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების პირობებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის კომენტირებისას განაცხადა. 

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა დაინფიცირების მაღალი რისკ ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის მხრივ გაწეულ სამუშაოებზე. 

მისი თქმით, მათ შორის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ამოქმედებულია დამატებითი ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ირანის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაეკონტაქტონ საელჩოსა და საკონსულო დაწესებულებას. მათ შორის საქართველოს მთავრობამ უკვე მოახდინა საქართველოს 30 მოქალაქის გამოყვანა ირანის ტერიტორიიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გავლით. 

„35 კაციანი სიიდან, რომელიც ჩვენ თავიდან გვქონდა, ხუთმა ადამიანმა უარი განაცხადა და გადაწყვიტა დარჩენილიყო ირანის ტერიტორიაზე. ჩვენ დამატებით კიდევ გვყავს ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ირანში. მათგან ნაწილი გამოხატავს ირანში დარჩენის სურვილს, ნაწილს კი სურს საქართველოში დაბრუნება. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ასეთივე დერეფანი შეთანხმებულია სომხეთის რესპუბლიკასთან და შესაძლებელია, რომ სომხეთის რესპუბლიკის გავლით განვახორციელოთ ჩვენი მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანა“, - აღნიშნა ხვთისიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის მაღალი გავრცელების ზონებიდან მოახდინა საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, კერძოდ, მოქალაქეების ჩამოყვანა მოხდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება და მიმდინარეობს მუშაობა იტალიის რესპუბიკასთან ფრენების შეჩერების გამო გაუქმებული რეისების შედეგად იტალიის ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების საკითხზე.​


აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



თეგები:
საელჩოები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up