საგარეო უწყება - ჟენევის მოლაპარაკებებზე ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-სა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება

საგარეო უწყება - ჟენევის მოლაპარაკებებზე ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-სა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება

access_time2019-12-11 23:10:45

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-სა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ტყვეობიდან.

 

„საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა ბოლო დროს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით უკიდურესად გართულებული ვითარება. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებს, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს – მავთულხლართების აღმართვას, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვას და გატაცებების გახშირებულ შემთხვევებს, რის კულმინაციასაც წარმოადგენდა ექიმი გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება.

 

თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან, მკაცრად დაგმეს 24 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორების უკანონო დაკავება საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მათ უპრეცედენტო პროვოკაციად შეაფასეს საოკუპაციო რეჟიმის აღნიშნული ქმედება და ხაზი გაუსვეს, რომ მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უნდა მიეცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და მანდატის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შესრულების შესაძლებლობა.

 

ბოლო დროს გახშირებული პროვოკაციების ფონზე ხაზგასმით აღინიშნა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების სრული დაცვით აღდგენის აუცილებლობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტებზე, რაც ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის წვდომას საკუთარ მიწის ნაკვეთებზე, უარყოფითად აისახება კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საცხოვრებელ პირობებზე და იწვევს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას. განსაკუთრებულად აღინიშნა გალისა და ახალგორის რაიონებში შექმნილი რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე დაწესებული შეზღუდვებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დანარჩენი საქართველოსგან იზოლირების კონტექსტში.  ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილებისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის მძიმე შედეგებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

საგარეო უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკებების ფარგლებში აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და შევიწროებაზე.


 

კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხი, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიზანმიმართული რუსიფიკაციის ნაწილი.

 

„კვლავ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი. საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით, რითაც უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

 

ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა, გააქტიურებული მილიტარიზაცია და მუდმივი სამხედრო წვრთნები წარმოადგენს რუსეთის მიერ ძალის გამოყენებასა და მუქარას საქართველოს წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების საჭიროებას. საქართველოს დელეგაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ამავდროულად, შექმნის მდგრად საფუძველს გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

საგარეო უწყების ცნობით, დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს, ტრადიციულად, წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

 

„ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გამახვილდა აღნიშნული თემის საგნობრივი განხილვის აუცილებლობაზე. თუმცა, რუსეთის დელეგაციის წაქეზებითა და თაოსნობით, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ სცადეს აღნიშნული ჰუმანიტარული თემის პოლიტიზირება და დატოვეს მოლაპარაკებები. ქართველმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედ ხელმძღვანელს, ერიკ ჰოეგს, საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში.

 

მოლაპარაკებების წინა დღეს გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე „გლობალური ხედვა ძალის არგამოყენების კონცეფციასა და შესაბამის საიმპლემენტაციო ზომებზე“. საინფორმაციო სესიის ფარგლებში განხილულ იქნა მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების მაგალითები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 31 მარტსა და პირველ აპრილს.

 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.



1tv,ge





„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up