საგარეო უწყება გააკეთებს ყველაფერს, რომ ბიჭვინთის თემა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში დარჩეს - დარჩიაშვილი

საგარეო უწყება გააკეთებს ყველაფერს, რომ ბიჭვინთის თემა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში დარჩეს - დარჩიაშვილი

access_time2023-03-24 20:30:15

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განაცხადებით, ბიჭვინთის აგარაკის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და საზღვაო აკვატორიის ნაწილის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის საკითხი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში დეპუტატების ჯგუფის მიერ ინტერპელაციის წესით გაგზავნილი შეკითხების პასუხად განაცხადა.

 

ილია დარჩიაშვილის სიტყვებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა საერთაშორისო საზოგადოება შესაბამისად ყოფილიყო ინფორმირებული და მომხდარიყო საკითხზე მკაფიო რეაგირება.

 

„ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საკითხი განხილვის თემა იყო ქართული მხარის მიერ გამართულ ყველა ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ ვიზიტებისას, სადაც ამ თემასთან ერთად მწვავედ იყო დაყენებული სხვა, მათ შორის სოფელ აიბღას საკითხი, ე.წ. ინტეგრაციული შეთანხმებები და ე.წ. პროგრამა ოკუპირებულ აფხაზეთთან საერთო სოციალური ეკონომიკური სივრცის შექმნაზე. ამასთან, აღნიშნული თემა აისახა ქართული მხარის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის ნატოსა და ევროსაბჭოსთვის, მომზადებულ ანგარიშებშიც. ამასთან, ქართული მხარე მუშაობს, რომ საკითხი მუდმივად იყოს ასახული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების განცხადებებში, დეკლარაციებში, რეზოლუციებში და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში. ამ ეტაპზე საკითხი უკვე დაფიქსირდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 26-ე კონსოლიდირებულ ანგარიშში "კონფლიქტი საქართველოში" და ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ ომის 14 წლისთავთან გაკეთებულ განცხადებაში. ამასთან, საკითხი აქტიურად დგას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან მუშაობის პროცესში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, რათა ბიჭვინთის თემა რუსულ-ქართული კონფლიქტის სხვა განზომილებებს შორის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში დარჩეს და ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 


დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი.

 

შეთანხმებას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ რატიფიცირება სჭირდება. შეთანხმების საგანია ბიჭვინთაში არსებული ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე "კაგებეს" მე-9 სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი.

 

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიჭვინთის ნაკრძალის 186 ჰექტარი მიწის 49 წლით იჯარით და მასთან ერთად ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის, გადაცემის საკითხსაც.

 

აფხაზური ოპოზიციის და საზოგადოების წარმომადგენლები მიუღებლად მიიჩნევენ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up