მიხეილ ჭკუასელი-„საგარეო შოკების ეფექტის შესამცირებლად იძულებული ხდები კურსი „გააფუჭო“, ეს კი ისევ ინფლაციაზე ახდენს წნეხს“

მიხეილ ჭკუასელი-„საგარეო შოკების ეფექტის შესამცირებლად იძულებული ხდები კურსი „გააფუჭო“, ეს კი ისევ ინფლაციაზე ახდენს წნეხს“

access_time2019-11-16 11:40:50

ოქტომბრის თვეში საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნდა ფასების საერთო დონის მაჩვენებლები. კერძოდ, ინფლაციის დონე მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლიდან მნიშვნელოვნად გადაიხარა და 6.9% შეადგინა. ინფლაციის კონტექსტში ეროვნული ბანკის პოლიტიკის და არსებული ვითარების შესაფასებლად, „ბანკები და ფინანსები“ ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ეკონომისტ მიხეილ ჭკუასელს ესაუბრა.


– ბატონო მიხეილ, საუბარი დავიწყოთ მიმდინარე აქტუალური საკითხებით. როგორც იცით, ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლიდან მნიშვნელოვნად გადახრილია და 6.9%-ს შეადგენს. რას ნიშნავს ეს მოსახლეობისათვის და ეკონომიკისათვის?


– პირველყოვლისა უნდა გამოვყოთ ის, რომ საქართველოს მოსახლეობის მესამედზე მეტი ინფლაციას – ფასების ზრდას პროდუქტებზე მის წინაშე არსებული პრობლემებში მეორე-მესამე ადგილზე ასახელებს სიღარიბესთან ერთად, უმუშევრობის შემდეგ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც ჩვენ ინფლაციის პარამეტრზე მსჯელობას ვიწყებთ. ნუთუ მართლა შესაძლებელია, რომ 6,9%-იანმა ინფლაციამ განაპირობოს პრობლემის ასეთ რიგში არსებობა, მით უფრო რომ 0,8% აქედან თამბაქოზე გაძვირებული აქციზის ეფექტია, ამ ეფექტის გარეშე სტატისტიკა ინფლაციას 6,2%-ის დონეზე ანგარიშობს, მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩავხედავთ სურსათი და უალკოჰოლო სასმელების მაჩვენებელი 13,5%. მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ არის კომუნალური მომსახურების ფასები – 1,9% და ჯანდაცვა 3,2%-ის ოდენობით. ყველზე მეტად კი ალკოჰოლი და თამბაქოს ჯგუფია გაძვირებული 13,8%, აქაც ძირითადი თამბაქოს აქციზის საკითხია. ვიყოთ გულახდილები და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები სწორედ ამ სასაქონლო ჯგუფების მიმართ არის მიპყრობილი და გაძვირებულ სურსათს და სიგარეტს, გაძვირებული წამალი და თუნდაც მცირედით, მაგრამ მაინც გაძვირებული კომუნალურის საფასური რომ ემატება, გაუარესებული და არასტაბილური გაცვლითი კურსის ფონზე აღარ უნდა გაგვიკვირდეს რომ ინფლაცია და გაღარიბება ერთნაირად არის აღქმული.


ეკონომიკისათვის და ბიზნესისათვის კი ეს შესაძლოა გახდეს არასტაბილურობის სიგნალი, რაც უკიდურესად არასახარბიელო შეიძლება იყოს ინვესტიციების განხორციელების და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების თვალსაზრისით. ინვესტიციების კუთხით კლება შეინიშნება, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ რომ გლობალურად ეს ყველა ქვეყანას და რეგიონს აწუხებს დღეს, ხოლო ეკონომიკური ზრდის კუთხით ჩვენ ჯერ-ჯერობით დასახულ პარამეტრებში ვართ, რაც უდაოდ კარგია და ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს.


– როგორც ვიცით, ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების მოდელს იყენებს. თუმცა, ექსპერტების და სპეციალისტების ნაწილის მიერ, აღნიშნული მოდელი დაწუნებულია და ხშირად ისმის კრიტიკა, რომ თარგეთირების პოლიტიკა ვერ ამართლებს. ზოგადად, როგორ შეაფასებთ ამ თვალსაზრისით ეროვნული ბანკის მიდგომებს და პოლიტიკას?


– ინფლაციის კონტროლი არის საქართველოს ეროვნული ბანკი ძირითადი ამოცანა და მანდატი. ამას ის მის ხელთ არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტებით ახორციელებს. 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ხორციელდება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ე.წ. თარგეთირების პოლიტიკა, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. სხვადასხვა წელს ჩვენი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი სხვადასხვა იყო და იცვლებოდა პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, მაგალითად 2017 წელს იყო 5%, 2018 წელს 4%, 2019 წლის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პოლიტიკის გატარებიდან, ანუ 2009 წლიდან დღემდე სამომხმარებლო ფასების ინდექსი 45%-ით არის გაზრდილი.


დღევანდელი შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის პოლიტიკა, უძლური აღმოჩნდა გაენეიტრალებინა ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები და, შედეგად, მივიღეთ მნიშვნელოვნად გადახრილი მაჩვენებელი, სსფ-მ ამ გადახრას წლის ბოლომდე კიდევ უფრო პესიმისტურად 7,2%-ზე შეაფასა.


რა მოხდა? რატომ ვერ შევძელით გამკლავება? ინფლაციის ტიპები შეგვიძლია ორად დავყოთ – ერთი მხრივ, მოთხოვნის ზრდით გამოწვეული ინფლაცია, როდესაც სახეზეა ჭარბი მოთხოვნა, მას ვერ ეწევა მიწოდება და “ბევრი” ფული იწყებს “ცოტა” საქონლის ფასების გაზრდას; და მეორე ტიპი, როდესაც იზრდება დანახარჯები, რასაც მოჰყვება ასევე ფასების ზრდა ან მიწოდების შემცირება და როგორც შედეგი ისევ ფასების ზრდა.


რაზე შეუძლია ზემოქმედება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის პოლიტიკიას? ამ ორი ტიპიდან მხოლოდ ერთობლივი მოთხოვნის ზრდაზე, მაგრამ არ შეუძლია მოახდინოს რაიმე ზეგავლენა დანახარჯების ზრდაზე.


– თქვენ უკვე ისაუბრეთ, ინფლაციის სტრუქტურაზე და ძირითად პროდუქტებზე. მოდით ახლა საკითხი უფრო გავშალოთ და ვისაუბროთ ინფლაციის მიზეზებზე და არა მის შედეგებზე. რა ძირითადი გამოწვევებია ამ თვალსაზრისით ჩვენს წინაშე და სად არის ინფლაციის წინააღმდეგ ეფექტიანი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობები?


– სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა არის არა მწარმოებლური, არამედ მომხმარებლური ეკონომიკაა, ჩვენ ჩვენი მოთხოვნის უდიდესი ნაწილს იმპორტის ხარჯზე ვიკმაყოფილებთ. იმპორტზეა დამოკიდებული ჩვენი საწარმოების უდიდესი ნაწილიც, რომელიც ან ძირითადი ნედლეულის ან შესაფუთი მასალების მხრივ იმპორტირებულს იყენებს. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ დანახარჯების ზრდაზე იმპორტის წილი აქ უდიდესია, სადაც გადამწყვეტი ფაქტორი ხდება იმპორტიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ინფლაციური პროცესები.



მიუხედავად სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებული სურათისა (რაც უდაოდ მისასალმებელი ფაქტორია), ძირითად სასაქონლო ჯგუფებში იმპორტის წილი მაინც მაღალია, შესაბამისად იმპორტმა მოიტანა “ინფალციის” იმპორტიც, ამაზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი მიზნობრივი მაჩვენებლის პოლიტიკას არ გააჩნია.


შესაბამისად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკა მიზნობრივი მაჩვენებლის პოლიტიკის გატარების შემთხვევაში უფრო მოწყვლადია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ასევე არამდგრადი ეკონომიკური სიტუაციაა. ამას ჰქვია საგარეო შოკების ზემოქმედება, და ეს ზემოქმედების შოკი რომ შეამცირო იძულებული ხდები კურსი “გააფუჭო”, საბოლოოდ “გაფუჭებული” კურსი კი ისევ ინფლაციაზე ახდენს წნეხს.


ახლა რა მოხდა შიგნით – დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისათვის ყოველთვის გამოწვევაა, მისი შემცირება კი მთავრობის ამოცანას და მიზანს წარმოადგენს, სწორედ იმიტომ, რომ კურსის ზემოთნახსენები “გაფუჭება”, მუდმივად უარყოფითად არ აისახოს მოსახლეობის მსყიდველობითუნარზე.


მაგრამ, რამდენად შესაძლებელია ეს ხელოვნურად და დაჩქარებულად განახორციელო და რა რისკებთან არის ეს დაკავშირებული? როდესაც იწყებ ამ რეფორმას უარყოფითი ფაქტორები გათვლილი უნდა გქონდეს.


ჩვენ, შევზღუდეთ დოლარის მიწოდება ბაზარზე – გავამკაცრეთ რეგულაციები, გავზარდეთ ლარზე გასაცემი სესხის ქვედა ზღვარი, ავწიეთ სარეზერვო ნორმა აშშ დოლარში ბანკებისათვის და სხვა. ამის პარალელურად გავზარდეთ ლარის მიწოდება, ლარის მიწოდების გაზრდამ კი გამოიწვია პირველი – ლარის მასის გაზრდა და ბიუჯეტით გათვალისიწნებული პროექტის დაფინანსებასთან ერთად საბოლოოდ მოახდინა ერთობლივი მოთხოვნის ზრდა. ამან საწყის ეტაპზე იმოქმედა არა ფასების ზრდაზე, არამედ უცხოური ვალუტის კერძოდ აშშ დოლარის გაცვლით კურსზე ლართან მიმართებაში და ამის შემდეგ უკვე ფასების ზრდაზე.


აქ ე.წ.”დამცავის” ფუნქცია უნდა შეესრულებინა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და გაზრდილ სავალუტო შემოსავლებს ტურიზმიდან, რაც გამოიწვევდა კურსის სტაბილურობას, შესაბამისად ლარის მასის ზრდის გამო კურსის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედება ინფლაციაზე იქნებოდა მინიმალური. შედარებით ნაკლებად “გაფუჭებული” კურსი დანახარჯების ზრდაზეც დადებითად იმოქმედებდა და ამ მხრივ გამოწვეული ინფლაციაც ნაკლები იქნებოდა, ამას დაემატებოდა სეზონურობის დადებითი ეფექტი – გამომდინარე აქედან ინფლაცია მეტ-ნაკლებად მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნებოდა.


მსხვილი სახელმწიფო და კერძო ინფრასტრუქტურული პროექტები კი, მიუხედავად ერთობლივი მოთხოვნის გაზრდისა, ეკონომიკური ზრდის ხელსაყრელ ფონს შექმნიდნენ, თავისი ზეგავლენა უნდა ჰქონოდა საპენსიო ფონდსაც. ერთი მხრივ, შედარებით “ჭარბი” ლარის ამორთვის და, მეორე მხრივ, შიდა ინვესტიციების განხორციელებით.


გახსოვთ ალბათ განმარტებები, რომ ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი და ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ ჩავერევით რაც ინფლაციაზე იქნება ზემოქმედება და ამის მსგავსი. ჩვენ უნდა გვეკონტროლებინა გაცვლითი კურსი და ეროვნული ბანკის ხელში არსებული ბერკეტებით არ უნდა დაგვეშვა, რომ მისი ცვლილება ინფლაციაზე ზეწოლის ფაქტორი გამხდარიყო.


ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის პროგნოზი არ ითვალისიწინებდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას, გათვალა არ იყოს ივლისი-აგვისტოს ტურიზმიდან შემცირებულ შემოსავლებზე. გადაჭარბებით იქნა შეფასებული ქართული ეკონომიკის ელასტიურობის შესაძლებლობები და მისი ექსპორტზე გადართვის რეალური უნარი.


“დამცავმა” სამწუხაროდ არ იმუშავა – არა და ასეთი მყიფე სტაბილურობის მქონე ეკონომიკაში ბევრად უფრო წინდახედული უნდა იყო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა, ტურისტული შემოსავლები შემცირდა, ექსპორტი ისე ვერ გაიზარდა და მივიღეთ ლარში გაზრდილი ერთობლივი მოთხოვნა, გაზრდილი ხარჯები, მაღალი გაცვლითი კურსი.


– ინფლაციის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ამომწურავად ისაუბრეთ. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, თუ სად არის აღნიშნული პრობლემის დაძლევის გზები. კერძოდ, რა ნაბიჯები გადაიდგა ეროვნული ბანკის მხრიდან და რა არის მომავალში განსახორციელებელი?


– როგორც იცით, ეროვნულმა ბანკმა სწრაფად გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ორჯერ ჯერ სექტემბერში 0,5% ით და მერე ოქტომბერში დამატებით კიდევ 1%, დავიწყეთ ერთობლივი მოთხოვნის მოთოკვა ანუ ლარი გავაძვირეთ.


შევამცირეთ სარეზერვო ნორმა და შევცვალეთ რეზერვის ნორმის რეჟიმი დოლარში და ამით გავამარტივეთ დოლარზე წვდომა, რომ ამან იმოქმედოს გაცვლით კურსზე, რომ ამან შემდეგ შეამციროს ხარჯების ზრდით გამოწვეული ზემოქმედება ინფლაციაზე.


მანამდე კი ორჯერ დავხარჯეთ 70 მილიონი აშშ დოლარზე მეტი, რომ მოლოდინებით გამოწვეული პანიკა ჩაგვექრო ბაზარზე.


დროის შედარებით მცირე მონაკვეთში, ორი ურთიერთ გამომრიცხავი მოქმედებები განვახორციელეთ და თანაც პოლიტიკის დონეზე.


დროის მოცემულ მომენტში თითქოს ყველაფერს სწორად ვაკეთებთ და ამას ლამაზად ვყვებით, მაგრამ მდგრადობა გვაკლია, სიღრმე, გათვლა და მყიფე ვართ პატარა ცვლილებებზეც კი, პროგნოზსს ვერ ვაკეთებთ ან რასაც ვაკეთებთ ვცდებით და შედეგიც გვაქვს სახეზე.


რა მოლოდინი მაქვს ინფლაციასთან დაკავშირებით – ჩემი აზრით დღეს ის მთლიანად არის გაცვლითი კურსის ზეგავლენის ქვეშ და ამით გამოწვეული ეფექტი ჯერ ამოწურული არ არის, უნდა ვივარაუდოთ რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ის ამოიწურება და კარგი იქნება თუ ჩვენ სსფ-ს პარამეტრებში ჩავეტევით ანუ 7,2%-ში.


ვნახოთ რა რეაქცია ექნება ბაზარს თუ პირველი დეპოზიტები ლარებში გაიზარდა, იმის გამო რომ პროცენტი მოიმატებს ლარში დეპოზიტებზე, და მეორე დოლარში (და ევროში) დაკრედიტება გაიზარდა – რისი იმედი მაქვს, მაშინ ეს დადებითად უნდა აისახოს კურსზე უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე და გამყარებისკენ წავიდეს, მე ვფიქრობ დღევანდელი ნიშნულიდან 5%-7%-ის პარამეტრებში. იქნება თუ არა ეს ხანგრძლივი ტენდენცია ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, ჯერ საკუთრივ ეს ორი პარამეტრი უნდა შესრულდეს.


რაც შეეხება 2020 წლის პროგნოზს – ძალიან ძნელი სათქმელია, გატარებული ღონისძიებები მეორე კვარტალში მოგვცემს ეფექტს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე, ექსპორტის ზრდაზე – მაგრამ სუბიექტურად მე ვფიქრობ 2021 წლის ბოლომდე ჩვენ შევძლებთ მიზნობრივი მაჩვენებლის პარამეტრებში დაბრუნებას, თუ რაიმე დამატებითი ფაქტორების ზეგავლენას გამოვრიცხავთ, რომლიც პროგნოზირება ახლა შეუძლებელია.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
access_time2019-12-12 18:00:33
2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. „სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის...

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?
access_time2019-12-12 20:00:05
დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას...

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up