საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა საქართველოსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეექვსე რაუნდი

საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა საქართველოსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეექვსე რაუნდი

access_time2020-12-08 16:40:00

საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეექვსე რაუნდი მინისტრის მოადგილეების დონეზე. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ინდოეთის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებითი მდივანი დამუ რავი (Additional Secretary of the Ministry of External Affairs Mr. Dammu Ravi). კონსულტაციებში ჩართული იყო საქართველოს საელჩო ნიუ-დელიში და ინდოეთის საელჩო ერევანში.


განხილულ იქნა საქართველოს და ინდოეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების მნიშნელოვანი საკითხები, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და შემდგომი განვითრების პერსპექტივები, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები.


მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და გამოწვევები. ინდურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განხორციელებული უკანონო ქმედებების, ასევე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების შესახებ. მოხდა აზრთა გაზიარება კავკასიის და სამხრეთ აზიის რეგიონებში მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით. დამმუ რავიმ თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ინდოეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.


ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე, მათ შორის სავაჭრო–ეკონომიკური, ინვესტიციების, სამართლებრივი ბაზის განვითარების, კულტურის და განათლების მიმართულებით. ხაზი გაესვა აღნიშნულ სფეროებში ურთიერთობების განვითარების პოტენციალის ამოქმედების აუცილებლობას და გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისათვის პოსტ კოვიდ პერიოდში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კულტურისა და განათლები,მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორმხრივი სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობას ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (Free Trade Agreement – FTA). ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაფორმების მიმართულებით.


შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდური ინვესტიციების მონაწილეობის მნიშვნელობას და მომავალშიც ყოველნაირად შეუწყობს ხელს ამ ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ინდოეთის მხრიდან დაფიქსირდა მზადყოფნა, კვლავ გააგრძელოს თავის ქვეყანაში საქართველოს მიმზიდველი ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია, მოახდინოს საინტერესო მიმართულებების იდენტიფიცირება ერთობლივი პროექტების შემუშავების მიზნით.


შეხვედრაზე ორივე მხარემ კმაყოფილება გამოხატა, რომ საქართველო და ინდოეთი წარმატებით თანამშრომლობენ მრავალმხრივ ფორმატშიც, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის ინიციატივების და კანდიდატურების მხარდაჭერის თვალსაზრისით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up