საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, უნგრული რადიოარხი „Klasszik Radio“  9 აპრილის ეთერს  საქართველოს მიუძღვნის

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, უნგრული რადიოარხი „Klasszik Radio“ 9 აპრილის ეთერს საქართველოს მიუძღვნის

access_time2021-04-09 13:20:00

2021 წლის 9 აპრილს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, უნგრული რადიოარხი „Klasszik Radio“ , მაყურებელს შესთავაზებს გადაცემას „საქართველო დღეს,“ რომელიც მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


„„Klasszik Radio“-ს ეთერში უკვე ისაუბრა უნგრეთში საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ, რომელმაც თავის ინტერვიუში ხაზი გაუსვა 1989 წლის 9აპრილის მოვლენებს და მის მნიშვნელობას, რამაც დააჩქარა არა მხოლოდ საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მთელი საბჭოთა იმპერიის რღვევაზე. ზაალ გოგსაძის განცხადებით, 9 აპრილი არის საქართველოს დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში დაბრუნების სიმბოლო.


საქართველოს ელჩის განმარტებით, უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. რადიოარხ „Klasszik Radio“-ს ეთერში ზაალ გოგსაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართულ-უნგრულ ურთიერთობების მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.



9 აპრილს, უნგრულ რადიოარხ „Klasszik Radio“-ს ეთერში, მსმენელს მთელი დღის მანძილზე, საშუალება ექნება მოისმინოს ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები და საინტერესო ინტერვიუები უნგრელ ქართველოლოგთან ჰაინალკა ბაბირაკთან, ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენისა და კულტურის კურსის ხელმძღვანელთან ბენედეკ ჟიგმონდთან, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტში არსებულ ქართულ ბიბლიოთეკას; ბუდაპეშტის ლისტის აკადემიისა და ნიუ იორკის ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებულ ახალგაზრდა ქართველ პიანისტთან და კომპოზიტორთან ნიკა ნამორაძესთან, უნგრელი ფოლკლორისტისა და ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის ქალიშვილთან ესტერ იშტვანოვიჩთან; უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის შვილთაშვილთან ელისაბედ ჩიჩერი-რონაისთან და ბუდაპეშტში მოქმედი ქართული რესტორნის „არაგვის“ მეპატრონესთან ბონდო ქანთარიასთან.


აღსანიშნავია, რომ რადიოარხის მსმენელებისთვის ჩატარდება ვიქტორინა საქართველოს თემაზე: „რა შეიტყვეთ საქართველოს შესახებ დღევანდელი ეთერიდან?“, სადაც გათამაშდება ქართული ღვინო და ვახშამი ორ პერსონაზე ქართულ რესტორანში „არაგვი.““ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up