საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან გაფორმებული ამბიციური ასოცირების შეთანხმების შესრულებას

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან გაფორმებული ამბიციური ასოცირების შეთანხმების შესრულებას

access_time2021-02-09 23:00:00

2021 წლის 9 თებერვალს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში გამოაქვეყნეს ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



„დოკუმენტი ასკვნის, რომ კოვიდ-19 პანდემიის კრიზისის მიუხედავად, საქართველო განუხრელად მისდევდა არჩეულ ევროპულ გზას. აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით აგრძელებდა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას, მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვას.



ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საუბროს მის აქტიურ ჩართულობაზე კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში. ანგარიშში ხაზგასმულია ასევე მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან ძალზე დადებითი შეფასება და მხარდაჭერა აქვს. ანგარიში დადებითად აფასებს ქვეყნის მიერ გაუმჯობესებულ სტატისტიკას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებზე მიერთების მხრივ, რაც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე პოზიციების თანხვედრაზე მიუთითებს.



ანგარიში ასევე ვრცლად ეხება ქვეყანაში 2020 წლის შემოდგომაზე გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებით, ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, სადაც ზოგადად, დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები. ამავდროულად ანგარიში დადებითად აფასებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს, რის შედეგადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდა და ქვეყანა მყარად დააყენა იმ კურსზე, რომელიც 2024 წლისთვის სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. ანგარიში ასევე ადასტურებს რომ საქართველოში მედია გარემო არის პლურალისტური და კონკურენტუნარიანი, მიუხედავად მისი მაღალი პოლარიზებულობისა.




წინამდებარე ანგარიშში საუბარია მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე მთელ რიგ სფეროებში, მათ შორისაა დემოკრატიის კონსოლიდაცია და საარჩევნო კანონმდებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულება, კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საზღვრის მართვა, პირად მონაცემთა დაცვა, საჯარო მმართველობა, ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა, კონკურენციის პოლიტიკა, რეგიონული განვითარება და დეცენტრალიზაცია, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, სტატისტიკა, ფინანსური სექტორი, გარემოს დაცვა, განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციები, ტრანსპორტი და ენერგეტიკა.



ანგარიში ასევე დადებითად აფასებს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების დინამიკას და ხაზს უსვამს ხელისუფლების მიერ გადადგმულ მთელ რიგ საკანონმდებლო ნაბიჯებს, მათ შორის ანგარიში მიესალმება არსებით ცვლილებებს შრომის კოდექსსა და შრომის ინსპექციის სამსახურის შესახებ კანონში, ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ კოდექსის ამოქმედებას, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებს, ცვლილებებს კონკურენციის შესახებ კანონში, სახელმწიფო შესყიდვებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კანონმდებლობაში; ტყის ახალი კოდექსის მიღებას, რომელიც ტყის მდგრადი მართვის სისტემას აყალიბებს, ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის გატარებას შეუწყობს ხელს და სხვა.



ანგარიშში ასევე საუბარია პანდემიით გამოწვეულ ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ და ფისკალურ გამოწვევებზე. მიუხედავად ამისა, ანგარიში აღიარებს, რომ საქართველომ შეინარჩუნა წარმატებული პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის მსოფლიო ბანკის თანახმად ბიზნეს გარემოს მხრივ ქვეყანა მე-7 ადგილს იკავებს 190 ქვეყანას შორის და ბიზნესის დაწყების სიმარტივის მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.



ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად შემცირებული ვაჭრობისა, ევროკავშირი როგორც ერთიანი სავაჭრო ბლოკი, რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქვეყანა აგრძელებს ძალისხმევას ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის აღიარების კუთხით.



ანგარიშში საქართველო წარმოჩენილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის კუთხით - „ერასმუს+“-ის ფარგლებში საქართველო წამყვან 10 ქვეყანას შორის არის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up