საგარეო საქმეთა სამინისტრო: „Legatum Institute“-ის კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: „Legatum Institute“-ის კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა

access_time2020-11-18 22:00:00

2020 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაციის „Legatum Institute“ ყოველწლიური ანგარიშის „Prosperity Index 2020“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



„ანგარიშში წარმოდგენილია მსოფლიოს 167 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, კეთილდღეობის ინდექსი, რომელიც მოიცავს ქვეყანაში პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვის სფეროების შეფასებას.



2020 წლის ინდექსში საქართველომ 53-ე ადგილი დაიკავა და ანგარიშის მიხედვით, მაღალი შეფასება დაიმსახურა საინვესტიციო და ბიზნესსაქმიანობისთვის არსებული ძლიერი გარემოს გათვალისწინებით. ანგარიში ასევე ხაზს უსვამს უკანასკნელი ათწლეულის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს (2009 წელთან შედარებით 11 პოზიციით გაუმჯობესებული რეიტინგი), რომელიც განსაკუთრებულად წარმოჩენილია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.




ანგარიშის პრეზენტაციას საგანგებო სტუმრის სტატუსით დაესწრო საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა, რომელიც მიესალმა ლეგატუმის ინსტიტუტის მიერ საქართველოს პროგრესის შეფასებას და თავის ვიდეო მიმართვაში ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე, რომლებმაც კეთილდღეობის ინდექსის გაუმჯობესება განაპირობა. „ათი წლის წინ, საქართველო, ისეთი გამოწვევების წინაშე იდგა, როგორიცაა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი და 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. დღეს კი საქართველო აღიარებულია სტაბილურ, უსაფრთხო ქვეყნად, რაც თავისთავად წინაპირობაა განვითარებისა და პროგრესისთვის. დღეს საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს ერთდროულად ევროკავშირთან და ჩინეთთან. ბრიტანეთთან 2021 წლის იანვრიდან ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შეგვიქმნის სვაჭრო კავშირების გასაძლიერებლად. ჩვენ მსოფლიოში აღიარებული ვართ როგორც ლიბერალური ეკონომიკისა და თავისუფალი ვაჭრობის ერთგული ქვეყნის წარმატებული მაგალითი და ეს აღიარება რეგიონალურ მასშტაბს სცდება. განსაკუთრებულად მივესალმებით ლეგატუმის ინსტიტუტის მიერ 2020 წლის კეთილდღეობის ინდექსში გასული წლების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას და მთავრობის მიერ ჩატარებული რეფორმების შეფასებას დემოკრატიის კონსოლიდაციის, თანამედროვე ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს შექმნისა და დასავლეთის ღირებულებებისადმი სწრაფვის გათვალისწინებით - განაცხადა ელჩმა.



„Prosperity Index 2020“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქართველო - გამოწვევებთან გამკლავების ერთ-ერთი დამაჯერებელი მაგალითია. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის დონე თითქმის სამი მეოთხედით შემცირდა, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობის დონე გაიზარდა დაახლოებით 6%-ით; რეალური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გასამმაგდა. ეს ტრანსფორმაცია ქვეყნის ეკონომიკის თანმიმდევრული და ფრთხილი მმართველობის შედეგია, რომელმაც 2010 წლის შემდეგ, ყოველწლიურად მშპ-ის თითქმის 5%-იანი ზრდა უზრუნველყო, ხოლო ქვეყანამ ადგილი დაიმკვიდრა ღია ეკონომიკის ინდექსის პირველ ათეულში, რადგან საქართველოს პროგრესი ღია ეკონომიკის ბევრ პრინციპს ეყრდნობა“ – ნათქვამია ინფორმაციაში. 





თეგები:
Legatum Institute



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up