საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ონლაინ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ონლაინ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

access_time2020-08-07 10:20:14

2020 წლის 7 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად, მასპინძლობს ონლაინ საერთაშორისო კონფერენციას „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი" ბერლინიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და პარიზიდან მაღალი დონის ოფიციალური პირებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენელთა  მონაწილეობით.

 

ღონისძიება იმართება რუსეთ-საქართველოს ომის  მე-12 წელთან დაკავშირებით.  კონფერენციაზე მოწვეული მაღალი დონის სტუმრები შეაფასებენ რუსეთ-საქართველოს ომის გრძელვადიან ნეგატიურ გავლენას ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, საუბარი შეეხება ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოს, მონაწილეების იმსჯელებენ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში  მშვიდობის უზრუნველყოფისათვის ევროპის აღმოსავლეთ რეგიონში  მშვიდობისა და უსაფრთხოების  მნიშვნელობაზე.


 

კონფერენცია ჩატარდება ორ სესიად. პირველ პანელს გახსნის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რის შემდეგაც სიტყვით გამოვლენ აშშ-ის კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი; ევროპარლამენტის წევრი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდიგერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, ალიანსი 90/მწვანეების წევრი,  მანუელ სარაცინი; და საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია. პირველ პანელზე დისკუსიას მოდერირებას გაუწევს აშშ-ის სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის პროგრამის დირექტორი, ჰეზერ კონლი.



 

მეორე პანელზე კი მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მთავარი მომლაპარაკებელი, ლაშა დარსალია; გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამეფო ინსტიტუტის (RUSI) უსაფრთხოების საერთაშორისო კვლევების დირექტორი, ნილ მელვინი; საფრანგეთის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის პოლიტიკური კვლევის ცენტრის გენერალური მდივანი, „ევრაზია პერსპექტივის" დამფუძნებელი, ფლორან პარმანტიე; გერმანიის კორბერის ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის დირექტორი, ლიანა ფიქსი. მეორე პანელს მოდერაციას გაუწევს „ახალი ევროპელების" დირექტორი, „რუსეთის მონიტორის" მთავარი რედაქტორი, ოლივიე ვედრინი.


 

ღონისძიების პირდაპირი ტრანსლირება განხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს YouTube-ის და Twitter-ის გვერდებზე.


 

სინქრონული ქართული თარგმანით ღონისძიების ხილვა შესაძლებელი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-ის გვერდზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up