საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო, იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ, ადგილობრივი კომპანიებისთვის გამართულ პრეზენტაციაში

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო, იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ, ადგილობრივი კომპანიებისთვის გამართულ პრეზენტაციაში

access_time2021-04-23 09:00:00

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო, იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ, ადგილობრივი კომპანიებისთვის გამართულ პრეზენტაციაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


„ღონისძიება მიზნად ისახავდა იტალიელი ბიზნესმენებისთვის საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს პოტენციალის გაცნობას.


ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მჭიდრო ურთიერთობებზე, განსაკუთრებით ბიზნესის, კულტურისა და განათლების სფეროებში. ასევე, ხაზი გაუსვა, რომ გლობალური პანდემიისა და კრიზისის მიუხედავად, საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა, როგორც უსაფრთხოების, ისე საერთაშორისო რეიტინგებში მისი მოწინავე პოზიციების კუთხით.



მოწვეულ სტუმრებს ასევე მიმართა საქართველოს ელჩმა იტალიაში კონსტანტინე სურგულაძემ და წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის, არსებული ბიზნესგარემოს და მოქმედი ფინანსური მექანიზმების, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში საქართველოს მთავრობის ინიციატივების შესახებ.


შეხვედრაზე წარმოდგენილი იტალიური კომპანიების მოღვაწეობის სფერო მოიცავს - თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, სატრანსპორტო კომუნიკაციების, სოფლის მეურნეობის, საკვები ინდუსტრიის და სამედიცინო სექტორის ფართო არეალს. სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს მიმართ და ქართულ მხარეს თავიანთი კომპანიების შესაძლებლობები და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ შეხვედრას მოჰყვება შემდგომი კოორდინაცია, როგორც კონკრეტული ბიზნეს-ვიზიტების განხორციელების, ისე საქართველოსთან დაკავშირებულ ეკონომიკურ და ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ურთიერთობების და სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებას.


პრეზენტაციაზე საელჩოს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი

საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი
access_time2021-05-14 12:00:55
აპრილში საარსებო მინიმუმი წლიურად 3,2 ლარით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობამ 202,8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.   2021 წლის აპრილის თვეში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წლიურად 2,8 ლარით გაიზარდა და 179,6 ლარი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა კი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 1,8 ლარით, ხოლო საშუალო მომხმარებლისთვის 1,5 ლარით არის...

#სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!

  #სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!
access_time2021-05-14 10:55:53
13 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კროკობეთის პრეზენტაცია გაიმართა. კომპანია ბოლო 2 წლის განმავლობაში 10 საფეხბურთო და 1 საკალათბურთო გუნდს, 2 ინვიდიდუალური სპორტის სახეობის წარმომადგენელს, საქართველოს BMW-ს კლუბს, საქართველოს დრაგ რეისინგისა და დრიფტის სერიებს ასპონსორებს, ღონისძიებას კი თითოეული გუნდის წარმომადგენელი და სპორტსმენი ესწრებოდა, რომლებმაც საზეიმო ვითარებაში მემორანდუმს მოაწერეს...

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა
access_time2021-05-14 12:30:00
2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 2% (1,841,192 ბოთლი), ჩინეთი - 19%...

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა
access_time2021-05-14 13:00:50
კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების მიზნით განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 2016 წლის წლის 9 მარტიდან 2021 წლის 10 მაისის მონაცემებით ჯამში დაკმაყოფილებულ იქნა 1276 პირი. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მოწოდებული ინოფრმაციის მიხედვით უკვე დასრულებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით - ბინით  99 პირი დაკმაყოფილდა, ხოლო დაზარალებულ პირთათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე და ამავე მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა...

„ციფრული ვალუტის შემოღება ბანკებს შეავიწროებს, თუმცა მათი ჩანაცვლება მარტივად ვერ მოხდება“

„ციფრული ვალუტის შემოღება ბანკებს შეავიწროებს, თუმცა მათი ჩანაცვლება მარტივად ვერ მოხდება“
access_time2021-05-14 11:00:32
საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს. სებ-ის ინფორმაციით, მისი მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს. როგორც აღმოჩნდა ეროვნულ ბანკს თავისი მანდატის უკეთ შესასრულებლად ციფრული ლარი სჭირდება. ეროვნული ბანკში ასევე აღნიშნავენ,...


მსგავსი სიახლეები

up