„პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს

„პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს

access_time2019-01-22 16:00:54


„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“ — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ეს განცხადება მედიაში დავის საგანი გახდა. ვებ-პორტალი „ბათუმელების“ ინფორმაციით, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. შესაბამისად, პრემიერის ნათქვამი არასწორია.


კომერსანტმა საკითხში გარკვევის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ექსკლუზიურად განუმარტეს, რომ პრემიერის განცხადებაში ევროკომისიის მერ გამოქვეყნებულ  ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმაზე. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში სხვა ქვეყნებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის თანხა გამოყოფილია საქართველოსთვისაც, რომლის ჯამური ღირებულება  დაახლოებით 3.4 მილიარდი ევროა.



რადგან ბახტაძეს არ დაუზუსტებია, რომ ახალი პროექტების დაფინანსებაში ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმას გულისხმობდა,  დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს გარდა აღნიშნულისა, ევროკავშირი კიდევ დამატებით თანხებს გამოყოფდა საქართველოსთვის. აღნიშნულს თავად საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ:



„3.4 მლრდ. ევრო -ეს არის დანახარჯი თანხა. ბახტაძეს გამორჩა ერთი სიტყვა, რათა დაეზუსტებინა საიდან, ანუ რომელი პროექტიდან გამოიყოფოდა ეს თანხა (ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა) და ბრიფინგზე მყოფ მედიის წარმომადგენლებსაც შეექმნა სხვა წაროდგენა. თითქოს საუბარი იყო დამატებით სხვა თანხაზე, თუმცა მას არაფერი უთქვამს არასწორი. უბრალოდ წინა დღეს ამ პროექტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია გაჟღერდა და პრემიერმა ჩათვალა, რომ დაზუსტება აღარ იყო საჭირო. აღნიშნული ვითარების გამო, იმედია, თავად პროექტი არ დაკნინდება, რადგან მას ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.



 რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, საინვესტიციო გეგმის ფარგლებში იდენტიფიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე საქართველოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის”  დანარჩენ ქვეყნებში, ჯამში 12.8 მილიარდი ევრო დაიხარჯება. აღნიშნული რესურსი როგორც ევროკავშირის ასევე სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და თვითონ პარტნიორი ქვეყნების ბიუჯეტებიდან იქნება გამოყოფილი.  საინვესტიციო გეგმაში გათვალისწინებული პროექტების იდენტიფიცირება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მონაწილეობითა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით განხორციელდა. აღნიშნული პროექტებით შესაძლებელი გახდება ახალი და უკვე არსებული გზების, რკინიგზის, პორტების, აეროპორტების, ისევე როგორც, ლოჯისტიკური ცენტრებისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტების მშენებლობა და რეაბილიტაცია.


გეგმის ფარგლებში,  საქართველოში იდენტიფიცირებულია 18 პრიორიტეტული პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 3.4 მილიარდ ევროს შეადგენს. აღნიშნული 18 პროექტიდან, 6 პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს და პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.3 მილიარდი ევროა. 2020 წლამდე, დაგეგმილია დამატებით 2 პროექტის განხორციელება რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 32 მილიონ ევროს შეადგენს. ხოლო 2030 წლამდე დაგეგმილია დამატებით 10 პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2.02 მილიარდ ევროს შეადგენს.




სალომე ლემონჯავა




ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს

ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს
access_time2019-11-17 10:00:29
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:"-მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს: მოგმართავთ თქვენ, როგორც ექიმი ექიმებს - ჩვენ გვაერთიანებს მინიმუმ ჰიპოკრატეს ფიცი , რომლითაც პაციენტის მკურნალობა არის უზენაესი დანიშნულება ექიმის და არ ცნობს არანაირ ბარიერებს ნებისმიერი სახის დაპირისპირების ან ომის პირობებშიც კი. უამრავი. ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელი,...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...


მსგავსი სიახლეები

up