საგარეო ფაქტორები, სუბსიდირების პროგრამა, Covid 19 - ვის ბრალდება ორნიშნა ინფლაცია

საგარეო ფაქტორები, სუბსიდირების პროგრამა, Covid 19 - ვის ბრალდება ორნიშნა ინფლაცია

access_time2021-12-10 10:00:49

ინფლაცია შემდგომ თვეებში გაიზრდება, თუმცა გაზაფხულიდან შემცირდება, - ასეთ პროგნოზს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აკეთებს და იქვე დასძენს, რომ ამაში მთავარი დამნაშავე 2020-2021 წლებში კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა არის.



„მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო, დროებით გაიზრდება. მოგეხსენებათ სუბსიდიის ეფექტი, რომელიც შარშან დეკემბერში და წელს იანვარსა და თებერვალში განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია დროებით გაიზრდება, გაზაფხულიდან ის შემცირებას დაიწყებს.


იმ სიტუაციაში, რაც დღეს გვაქვს, საშუალო ინფლაცია 2021 წელს, ვფიქრობთ, 9.7% იქნება. ამ თვის ბოლოს ინფლაცია 14.2% იქნება, თუმცა შესაძლოა უფრო დაბალი იყოს, რადგან ნავთობის ფასი დაკორექტირდა, გაცვლითი კურსი კი სტაბილურია და ბოლო პერიოდში მყარდება. ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია. რაც შეეხება 2022 წელს, ვფიქრობთ, რომ საშუალო ინფლაცია 7.2% იქნება. მარტიდან დაიწყებს შემცირებას საბაზისო ეფექტის გამო, რადგან დეკემბერში, იანვარ-თებერვალში შემცირება სუბსიდირების გამო იყო, რაც თავის როლს თამაშობს. წლის ბოლოს კი სხვა თანაბარ პირობებში 3%-თან ახლოს უნდა ვიყოთ“,
– განაცხადა კობა გვენეტაძემ.



საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა ხან სუბსიდირების პროგრამაზე, ხანაც საგარეო ფაქტორებზე გადააქვს. სებ–ში განმარტავენ, რომ 12.5%-იან ინფლაციაში საგარეო ფაქტორებზე 9 პროცენტული პუნქტი მოდის.



მაღალი ინფლაცია რომ პრობლემაა სახელისუფლებო რგოლიც კი საუბრობს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის არათნმიმდევრულობას ხაზს უსვამს.



„შარშანდელი წლის ბოლოდან ვამბობდი, რომ ცენტრალურ ბანკს მოუწევდა მონეტარული საპროცენტო განაკვეთის აწევა, ასევე ვამბობდი, რომ ხშირ შემთხვევაში გვიანდება ამ გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ საჭიროა პროგნოზორება და პრევენცია და არა პოსტფაქტუმ რეაგირება, შედეგად ჩვენ დღევანდელ დღეს გვაქვს მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი ინფლაცია. გამომდინარე აქედან ჯოხი ორივე ბოლოდან გვირტყამს“, - განაცხადა კოვზანაძემ.



ინფლაციასთან დაკავშირებით, ოპტიმისტური პროგნოზი აქვს „თიბისი კაპიტალს“. მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ფიქრობს, რომ 2022 წლის ბოლოს ინფლაცია სამიზნეზე დაბალ ნიშნულს გაუტოლდება. შესაბამისად, გამოდის, რომ მომავალი წლის ბოლოს ინფლაცია 3%-ზე ნაკლები იქნება.




„იმ შემთხვევაში, თუ ლარი მკვეთრად არ გაუფასურდება, საერთაშორისო ბაზრებზე ბრენტის ნავთობის ფასი 85 აშშ დოლარის ფარგლებში იქნება და მომავალი წლის ზრდა, ჩვენი პროგნოზით გათვალისწინებულის მსგავსად, 6%-ს შეადგენს, 2022 წლის ბოლოს ინფლაცია სამიზნეზე დაბალ ნიშნულს გაუტოლდება.


2021 წლის ბოლოს კი ორნიშნა, დაახლოებით 13%-იანი ინფლაცია უკვე უფრო რეალობაა, ვიდრე პროგნოზი“, - განმარტავენ „თიბისი კაპიტალში“.



კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის დეკანს სოსო ბერიკაშვილს ინფლაციის მაჩვენებლის დაბრუნება 3%-იან ნიშნულთან ახლოს საეჭვოდ მიიჩნევს. მისი თქმით, ინფლაცია შემცირდება, თუმცა ეს პროდუქციის გაიაფებას არ გამოიწვევს.



„ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა და თან დაამატა, რომ თუ მაღალი ინფლაციის მოლოდინი იქნება, მონეტარულ პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მომავალ წელს ინფლაციის მაჩვენებლის დაბრუნება 3%-იან ნიშნულთან ახლოს იქნება შესაძლებელი, რაც ძალიან მეეჭვება, რადგან ეგ არ მოხდება და შეიძლება არც იყოს კარგი. რა თქმა უნდა ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდება, რადგან გლობალური ტრენდიც ჩაწყნარდება, მაგრამ არა სამიზნე მაჩვენებლამდე. ასევე მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ინფლაციის შემცირება გულისხმობს არა იმას, რომ პროდუქციის ფასები გაიაფდება, უბრალოდ გაძვირების ტემპი აღარ იქნება ასეთი სწარაფი, როგორიც ახლაა“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.



ეკონომისტი აკაკი ცომაია კი აცხადებს, რომ სებ-ის გარდა ინფლაციაზე გავლენის მოხდენა მთავრობას ბიუჯეტის დეფიციტის და ნავთობზე აქციზის გადასახადის შემცირებით შეუძლია, რასაც ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე სწრაფი ეფექტი ექნება.



„დღეს, იმ შეზღუდულ ბერკეტებს შორის, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, ინფლაციაზე შედარებით ეფექტური ზემოქმედება ქვეყნის მთავრობას შეუძლია თუ ის: 1. მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯვას რამოდენიმე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მაინც. ცხადია, ეხება შესყიდვებს და არა ტრანსფერებს; 2. აქციზის გადასახადს შეამცირებს (ან დროებით მაინც შემცირებს) ნავთობზე...


თუმცა მთავრობას ეს საკითხი ნაკლებად ადარდებს. ხელს იშვერს ეროვნული ბანკისკენ, ხოლო ამ უკანასკნელს კი შეუძლია ლარის სესხის მქონე და პოტენციური მსესხებელი შინამეურნეობებისა და ფირმებისთვის საპროცენტო ხარჯების გაზრდა. 


სესხების გაძვირების გავლენას მოთხოვნაზე სულ მცირე, 4 კვარტალი სჭირდება. ტკივილგამაყუჩებელმა რომ რამდენიმე დღის მერე დაიწყოს მოქმედება, მსგავსი ეფექტი აქვს და ამის მერეც დრო სჭირდება ფასების მოთოკვას, რადგან სესხების გარკვეული რაოდენობა უცხოურ ვალუტაშია. საბიუჯეტო დანახარჯების შემცირებას შედარებით სწრაფი გავლენის მოხდენა შეუძლია მოთხოვნაზე. ცენტრალური ბანკი უძვირებს სესხებს შინამეურნეობებსა და ფირმებს და ამ დროს, საბიუჯეტო სექტორი ზრდის ხელფასებს, ასუბსიდირებს იპოთეკურ სესხებს... თუ მთავრობა ინარჩუნებს ბიუჯეტის დეფიციტს, სამიზნე ინფლაციის შენარჩუნება ხერხდება მხოლოდ შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნების ხარჯზე. სხვა სიტყვებით, როდესაც ინფლაცია იწყებს შემცირებას, ცენტრალური ბანკი მეთოდურად ამცირებს საპროცენტო განაკვეთსაც, მაგრამ ბიუჯეტის დეფიციტი ამის შესაძლებლობას აღარ იძლევა. პირობითად, იმ დაშვებით, რომ რეალური საპროცენტო განაკვეთის ბუნებრივი ნიშნული 2%-ია (დისკონტის განაკვეთი), 3% მიზანზე, გვექნება 5% (ნომინალურს-ინფლაცია), მაგრამ რაც უფრო მაღალია ბიუჯეტის დეფიციტი, მით უფრო მაღალ ნიშნულზე მოუწევს ცენტრალურ ბანკს მისი შენარჩუნება. გაზრდილ საბიუჯეტო ხარჯებს აქვს მრავალი ფასი, მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ შინამეურნეობები და ფირმები იხდიან მაღალ საპროცენტო ხარჯებს“
, - ამბობს ცომაია.


საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში ინფლაციამ 12,5% შეადგინა.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up