საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სოფლის ექიმებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა დანერგა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სოფლის ექიმებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა დანერგა

access_time2020-12-29 16:10:00

კოვიდ-19-ის შემთხვევების ეფექტიანი მართვისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სოფლის ექიმებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა დანერგა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.



პლატფორმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით შეიქმნა.



აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ზურაბ ანდღულაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფელ გალავნის ამბულატორიას ესტუმრა და ექიმებს სიაახლები პირადად გააცნო.



როგორც ზურაბ ანდღულაძემ აღნიშნა, ახალი ცენტრალიზებული ონლაინ პლატფორმა ექიმთა შეტყობინების ცენტრი გახდება, რომლის საშუალებითაც სოფლის ექიმები უწყვეტ რეჟიმში გაეცნობიან პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, მიიღებენ ინფორმაციას მოსალოდნელი ვაქცინაციებისა თუ სქრინინგების შესახებ, შეუფერხებლად ჩაატარებენ პაციენტთა ონლაინ კონსულტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ აუდიო–ვიდეო კონფერენციებში.




“კოვიდ 19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა სოფლის ექიმების უმნიშვნელოვანესი როლი მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის უზრუნველყოფაში. ვფიქრობ, ახალი ონლაინ პლატფორმა ხელს შეუწყობს სოფლის ექიმების მიერ კორონავირუსის შემთხვევების პროფესიონალურ დონეზე მართვას და გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას.” - აღნიშნა ზურაბ ანდღულაძემ.



საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პლატფორმის ეფექტიანი მუშაობისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და USAID-ის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 1000 სოფლის ამბულატორიის ინტერნეტიზაციას ახორციელებს. ასევე, ამ დრომდე მიმდინარეობს სოფლის ექიმების კომპიუტერული ინვენტარით აღჭურვა. სოფლის ამბულატორიების ინტერნეტიზაციის საშუალებით, შესაძლებელი გახდება უწყვეტი ონლაინ კომუნიკაცია როგორც პაციენტებსა და მედიკოსებს, ისე სოფლის ექიმებსა და ცენტრალურ ოფისს შორის.



“ერთიანი საკომუნიკაციო საშუალებები, როგორიცაა ეს ონლაინ პლატფორმა, მოამარაგებს სოფლის ჯანდაცვის პროფესიონალებს უახლესი ინფორმაციითა და უნარებით, რათა მათ უკეთ მართონ კორონავირუსთან დაკავშირებული რისკები. გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს ტელემედიცინის განვითარებას საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სერვისების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად,” - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.



კოვიდ-19-ის შემთხვევების მართვის მიმართულებით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან პარტნიორობით, ასევე მზადდება პირველადი ჯანდაცვის 1300 მედიკოსი, რაც საბოლოო ჯამში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up