იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 12-ით გაიზარდა.
„სიენენი“ წერს, რომ განახლებული მონაცემებით, იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 17 516 შემთხვევა არის დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 899-ს აღწევს.
იაპონიაში მეოთხე დღეა, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი იზრდება.
1tv