საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ ტურისტულ კომპანიებს ეგვიპტეში ტურები არ შეუჩერებიათ

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ ტურისტულ კომპანიებს ეგვიპტეში ტურები არ შეუჩერებიათ

person access_time2017-04-11 13:00:04

ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოდან ეგვიპტის მიმართულებით ტურები გეგმის მიხედვით შესრულდება. როგორც რადიო „კომერსანტის" მიერ გამოკითხული ტურისტული კომპანიები აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების განრიგი არ შეცვლილა.

 

ტურისტული კომპანია „ინტერკოს" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ღამბაშიძე "კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეგვიპტის მიმართულებით ყველა ტური განხორციელდება გეგმის მიხედვით, თბილისიდან რეგულარული რეისები „ჰურგადის" და „შარმ-ელ-შეიხის" მიმართულებით უცვლელია ზაფხულის სრული პერიოდის განმავლობაში. ღამბაშიძის თქმით, ტერაქტი ტურისტულ ზონაში არ მომხდარა, შესაბამისად, არანაირი ცვლილება ტურებს არ შეხებია.


„ინტერკოს" წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ცხელ ტურებზე" ეგვიპტისა და თურქეთის მიმართულებით მაღალი მოთხოვნაა, თუმცა გაზრდილია დაინტერესება ევროპის მიმართულებითაც.

 

ტურისტული კომპანია „ Go 365"-ის აღმასრულებელი დირექტორი სალომე გორგოძე ამბობს, რომ შაბათ-კვირის შემდეგ - გაფრთხილება პარტნიორი ტურისტულების მხრიდან ჯერჯერობით არ მიუღიათ. თუმცა მისივე თქმით, როგორც წესი ეგვიპტეში არსებული რთული მდგომარეობა არასოდეს უშლიდა ხელს კურორტულ ზონებში მოგზაურობას და საჰაერო რეისებიც არასოდეს შეჩერებულა.

 

სალომე გორგოძის თქმით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ძირითადი მოთხოვნა ევროპის ტურებზე გადავიდა და მოგზაური ადამიანები, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ საზღვაო კურორტებს, ამ ეტაპზე არჩევანს ევროპის მიმართულებით აკეთებენ.

 

ტურისტულ კომპანია Good Travel-შიც აცხადებენ, რომ ეგვიპტის მიმართულებით ტურებზე ცვლილება არ არის და დაგეგმილი ტურების განხორციელება შეუფერხებლად მოხდება.

 

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათახ ას-სისიმ ქვეყნის ორ ქალაქში მომხდარი ტერაქტების გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით სამი თვით საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა მოსახლეობას სატელევიზიო მიმართვისას ამცნო.


მისივე თქმით, შექმნის ტერორიზმთან ბრძოლის უმაღლეს საბჭოსაც. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის სპეცსამსახურებმა ექსტრემიზმთან საბრძოლველად ძალისხმევა გაააქტიურეს.

 

9 აპრილს ეგვიპტის ქალაქებში ტანტასა და ალექსანდრიაში თვითმკვლელების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს 47 ადამიანი ემსხვერპლა და ასამდე დაშავდა.


 




29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...


მსგავსი სიახლეები

up