საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა გაიმართა

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა გაიმართა

access_time2020-05-07 11:49:03

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ვიდეოკონფერენციისას განიხილეს Covid-19-თან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.



მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.



„დონორებთან გვქონდა დისკუსია ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ პაკეტებზე, ასევე უახლოესი მომავლის გეგმებზე, მათ შორის პოსტკრიზისული მიმართულებით და ეკონომიკის გახსნის შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით. საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს ძალიან აქტიური დიალოგი, ღია დისკუსია იმაზე, რა სახის რეფორმების გატარებაა შესაძლებელი, რა ტიპის მხარდაჭერა შეუძლიათ მათ შემდგომში, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით, როგორც მცირე და საშუალო კომპანიების დახმარების ნაწილში, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერის კუთხით. განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ტურიზმი. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შევიმუშაოთ დახმარების კიდევ უფრო ეფექტური მექანიზმები და მათი მხარდაჭერით მაქსიმალურად ეფექტურ პროგრამებს ვთავაზობთ ჩვენს საზოგადოებას", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გაამახვილა საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივ ასპექტებზე და ამ პროცესში მთავრობის ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე.




„კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჩვენთვის ამოსავალი და უმთავრესი პრინციპია ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, რასაც პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა იღებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ვისაუბრეთ ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე, შეზღუდვების მოხსნის საკითხებსა და დამატებით საჭიროებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს დონორებისგან. მსგავსი შეხვედრები ჩვენ უკვე გავმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველის ოფისთან და მუდმივ რეჟიმში ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების ინფორმირებას", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.



საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან ასევე იმსჯელეს იმ დამატებით საჭიროებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისა და ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის.



მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებითი მხარდაჭერის დროულად მიღების მიზნით, მთავრობის მიერ წარდგენილ საჭიროებებზე, ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ინდივიდუალურად და თემატურად მუშაობა გაგრძელდება.



საქართველოსთან ხანგრძლივი, წარმატებული პარტნიორობის შესახებ ისაუბრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა. პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, რომ USAID-ი ამაყობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან პარტნიორობით, რაც დასახული მიზნების შესრულებას ემსახურება.



საქართველოს მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში. საბინე მახლიმ დაადასტურა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად.



ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლები ეკონომიკურ და ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - ბექა ლილუაშვილი და ლელა აქიაშვილი, ელჩები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.




თეგები:
Covid-19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up