საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმები შემსუბუქდება

საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმები შემსუბუქდება

access_time2020-05-28 10:45:11

მე ჩემს გამოსვლაში ინიციატივას გავახმოვანებ, რომ უკვე არსებული ჯარიმების შემსუბუქება მოხდეს, თუმცა შემსუბუქების ფარგლებიც უნდა განვსაზღვროთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო და კარანტინის წესების დარღვისთვის დაწერილ ჯარიმებზე საუბრისას განაცხადა



მისი თქმით, ჯარიმების აბსოლუტური ჩამოწერა ცუდი სტიმული იქნება ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება დამრღვევები იყვნენ, თუკი ქვეყანაში კოვიდინფექციის მეორე ტალღა იქნება.


„თუ ჩვენ გვექნა კოვიდინფექციის მეორე ტალღა, ჯარიმების აბსოლუტური ჩამოწერა ცუდი სტიმული იქნება ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება იყვნენ დამრღვევები. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 3 ათასი ლარის გადახდა, ალბათ, 90%-სთვის შეუძლებელია.



აქედან გამომდინარე, რაღაც შუალედური გადაწყვეტილება უნდა მოვიფიქროთ. მე ინიციატივას გავახმოვანებ ჩემს გამოსვლაში, რომ უკვე არსებული ჯარიმების შემსუბუქება მოხდეს, თუმცა შემსუბუქების ფარგლებიც უნდა განვსაზღვროთ, რათა ერთი მხრივ, არ დავაზიანოთ პრევენციული თვალსაზრისით ჯარიმის მიზანი, სექტემბერ-ნოემბერში ადამიანებმა არ იფიქრონ, რომ თუ ვინმე დააჯარიმეს, ეს მაინც მოეხსნებათ.


ეს დაუშვებელია, თუმცა უნდა ვიფიქროთ მაგალითად, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, რომ მათ სიმბოლურამდე დაყვანილი თანხა გადავახდევინოთ ამ ჯარიმებიდან,“ – განაცხადა მდინარაძემ.


გაზეთ „ბანკები და ფინანსები“ 





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up