შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმის ამოქმედებიდან, ანუ 21 მარტიდან 21 მაისის ჩათვლით, მთლიანობაში დაჯარიმებულია 7,462 ადამიანი - აქედან 18 იურიდიული პირია, 7,444 კი ფიზიკური პირი. გამოდის, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ჯარიმების სახით გამოწერილმა თანხამ 22,590,000 ლარი შეადგინა. ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით, საქართველოში 21 მარტიდან, დღეის, 22 მაისის ჩათვლით საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. 30 მარტიდან ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათიც, რომელიც 23 მაისის 00:00 საათის შემდეგ აღარ იმოქმედებს.
საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტი საათის მოქმედების დროს, მოქალაქეებს არ ჰქონდათ უფლება საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სახლიდან გასვლის, 3 ადამიანზე მეტის თავშეყრის, მანქანაში სამზე მეტი მგზავრის ჩასხდომისა და ასევე, აკრძალული იყო სასურსათე და სააფთიაქო მაღაზიების გარდა სხვა ობიექტების მუშაობა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წესისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირები 3,000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15,000 ლარით ჯარიმდებიან.