საგანელიძე ქობულიაზე - ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მინახავს, მაგრამ მინისტრის პოზიციაზე მსგავსი უპასუხისმგებლო ადამიანი, არ მინახავს

საგანელიძე ქობულიაზე - ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მინახავს, მაგრამ მინისტრის პოზიციაზე მსგავსი უპასუხისმგებლო ადამიანი, არ მინახავს

access_time2019-05-27 16:30:10

„ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მინახავს, ბიზნესში გავიარე წლები, პარლამენტში ვიყავი, მაგრამ მინისტრის პოზიციაზე მსგავსი უპასუხისმგებლო ადამიანი, არ მინახავს,“ - ასე აფასებს დავით საგანელიძე გიორგი ქობულიას და საპარტნიორო ფონდის ურთიერთობას.



რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება ხდება გვიან - მე არ მიყვარს წასულ ადამიანებზე საუბარი, მაგრამ რადგან ეს კითხვა დამისვით, ვალდებული ვარ გიპასუხოთ. სადღაც 9 თვე იყო ბატონი გიორგი თანამდებობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, საპარტნიორო ფონდის საქმიანობა არც ერთხელ ყოფილა სამინისტროში განხილული. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკის სამინისტროა ჩვენი კურატორი, ამის გამო წერილობითაც მივმართეთ, შემიძლია წერილებიც განახოთ . მხოლოდ რამოდენიმე ბორდის სხდომას დაესწრო ბატონი გიორგი და ის პრეტენზიები, რაც ჩვენ გვქონდა, მოისმინა. ბოლო ბორდის სხდომაზე კი, რომელიც იანვარში შედგა, ბიუჯეტი გვქონდა გატანილი, სადაც ჩამოწერილი იყო პროექტები, მაგრამ ქობულიამ გადახაზა ყველაფერი. შევეწინააღმდეგეთ, რადგან ზოგიერთი პროექტები დაწყებული გვქონდა, მან კი დაფინანსების გზები მოგვთხოვა. მაშინ ჩემი პოზიცია იყო საკმაოდ კატეგორიული. ფონდი არაეფექტური იქნებოდა, რადგან გადაწყვეტილების მიღება გვიანდებოდა. მაგალითად, პროექტთან დაკავშირებით ბორდზე მივიღეთ გადაწყვეტილება, პრემიერი დაგვეთანხმა, იურიდიულმა დეპარტამენტმა შეადგინა ოქმი, რომელზეც წევრებს უნდა მოეწერათ ხელი, როდესაც ხელმოწერა დაფიქსირდება, მე მაქვს უფლება გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს . ყველა ოქმს, რომელიც 2018 წლის აგვისტოდან ეკონომიკის სამინისტროში შევიდა, ხელი 2019 წლის თებერვალში მოეწერა. ერთ-ერთი პროექტი რუხის სავაჭრო ცენტრია. 7 თვის განმავლობაში 5 ლარის გარიცხვის საშუალება არ მქონდა . ვერც ერთი სტარტაპის პროექტი ვერ დავაფინანსე თვეების განმავლობაში, იმიტო რომ არ იყო ხელმოწერილი,  განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საპარლამენტო მოსმენის დასრულების შემდეგ.




ბაჩო ადამია





კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია

კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია
access_time2019-09-17 13:30:00
დაახლოებით 9 თვეა გასული და თუ შევხედავთ ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განუცხადა. გვენეტაძის თქმით, რეგულაციების მიზანი, რომ შემოსავლების შემოწმების გარეშე სესხის გაცემა არ უნდა მომხდარიყო, მიღწეულია და ამავე დროს საკრედიტო პორტფელის ზრდის დადებითი ტრენდიც შენარჩუნებულია. "სასესხო პორტფელის ზრდა,...

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში ნამდვილად არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში  ნამდვილად  არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“
access_time2019-09-17 14:00:28
„ქვეყანაში ნამდვილად სახარბიელო სიტუაცია არ არის, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია,“— ასე აფასებს  NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი და აცხადებს, რომ შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს ფაქტია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, მთავრობის ცვლილება, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური რყევები, ლარის კურსი....

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში  განაცხადების მიღება დაიწყო
access_time2019-09-17 11:55:47
კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში კანდიდატების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებას. „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“-ში მონაწილეები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების,...

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია
access_time2019-09-17 12:08:50
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მოსახლეობაში უნდობლობა, ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი არის ჩაბუდებული, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ NDI-ის კვლევების შედეგებს. რაც შეეხება NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს, ხუხაშვილის აცხადებს, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტების...

NDI - გამოკითხულთა 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

NDI - გამოკითხულთა  84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას  მთავრობას აკისრებს
access_time2019-09-17 11:00:15
NDI-ის კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა უმრავლესობა - 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს; 2% პარლამენტს; 1% კი გლობალურ ეკონომიკას. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 70% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს. 12%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქეს ერთნაირად აძლევს, 9% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს...


მსგავსი სიახლეები

up