საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციის დაკავებული 9 მონაწილიდან უკვე ყველა გაათავისუფლეს.
მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები „ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავდნენ და საგამოფენო ცენტრის მიმდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით 9 ადამიანი დააკავა.
imedinews.ge