საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ორ ფაქტზე სამი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ორ ფაქტზე სამი პირი დააკავა

access_time2020-06-12 10:25:16

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ორ ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, ერთ შემთხვევაში, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით დაამზადეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები 310 539 ლარის ღირებულების რუსული ხორბლის ფიქტიურად მიწოდების თაობაზე, რა გზითაც საკუთარ კომპანიას შეუქმნეს 47 370 ლარის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფ კომპანიებს შორის განახორციელა საქონლის ფიქტიური გაწერები, რომელთა მეშვეობითაც შეიქმნა და გამოიყენა დღგ-ს 18 536 ლარის ყალბი აქტივი.



გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.





მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს
access_time2020-10-26 16:30:39
მთავრობამ საწოლფონდის შესაძენად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადი უკვე ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 5,645,320 ლარის საწოლფონდის შესაძენად. შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული. ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას...

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
access_time2020-10-26 13:20:47
26...

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის
access_time2020-10-26 13:30:58
საქართველოს ბანკმა 9 თვე 77,5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თხუთმეტი კომერციული ბანკის კონსოლიდირებული ზარალი 252 მლნ. ლარი იყო, შესაბამისად საქართველოს ბანკის წილი საერთო მოცულობაში 30.8%-ით განისაზღვრა. ბანკი 2.6 მლრდ. ლარის საზედამხედველო კაპიტალით და 19.3 მლრდ. ლარის აქტივებით, მეორე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერში წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს...

ქართველი დამფუძნებლის ამერიკული კომპანია IPO-ზე გადის

ქართველი დამფუძნებლის ამერიკული კომპანია IPO-ზე გადის
access_time2020-10-26 17:30:02
წარმატებულმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Shift, აქციები საფონდო ბირჟაზე განათავსა, რაც IPO*-ზე გასვლით სახელითაც არის ცნობილი. ამ კომპანიამ გადატრიალება უკვე მოახდინა ხალხზე დაფუძნებულ მეორადი მანქანების 750 მლრდ დოლარიან ინდუსტრიაში. ამ ხნის განმავლობაში, Shift-მა >300 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა, მათ შორის Goldman Sachs-ისგან და სხვა წამყვანი ვენჩურული კაპიტალისტებისგან. თუმცა, დღეს კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ემზადება, რაშიც საფონდო ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up