საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მსურს გამოვეხმაურო გუშინ, 11 ივნისს პარლამენტის სხდომაზე ლევან ხაბეიშვილის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ, განზრახ დამახინჯებულ ინფორმაციას ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.
მინდა აღვნიშნო, როგორც სახელმწიფო უწყების, ასევე პიროვნული დისკრედიტაციის მიზნით, ლ.ხაბეიშვილის მიერ ტელეეთერების მეშვეობით არაერთხელ გავრცელდა ანალოგიური განზრახ დამახინჯებული „ფაქტები“.
მაშინ, როდესაც, პატივცემულ დეპუტატს არასდროს გამოუხატავს სურვილი ეხელმძღვანელა ჩემი(თანამდებობის პირის სათანადო წესით გამოქვეყნებული) დეკლარაციით, როგორც შემოსავლების, ასევე უძრავი ქონების შესახებ და გადაემოწმებინა ინფორმაციის ნამდვილობა.
მოვუწოდებ ბატონ ხაბეიშვილს, თუკი მას ნამდვილად აინტერესებს ჩემი ოჯახის საკუთრებაშიარსებული უძრავი ქონება თუ შემოსავალი, იხელმძღვანელოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, სადაც დეტალურად მაქვს მითითებული ინფორმაცია თუ როდის და რა წყაროებითშევიძინე აღნიშნული ქონება. ასევე, ძალიან მარტივი გადასამოწმებელია, რომ ფოტოებზე აღბეჭდილი მიწის ნაკვეთის 50%-ზე დამაგრებული ერთი საცხოვრებელი სახლი და აუზი უცხოქვეყნის მოქალაქის საკუთრებაა, რაც ასევე ნათლად ჩანს საჯარო რეესტრის არსებულ მონაცემებში.
გუშინდელ გამოსვლაში ხაბეიშვილმა სცადა ჩრდილი მიეყენებინა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ეფექტიანობასა და კეთილსინდისიერებისთვის. ჩვენი უწყების მუშაობის ხარისხს ყველაზე ნათლად წარმოაჩენს გამოვლენილი დანაშაულებრივი ფაქტების რაოდენობა. ამ უწყებას ვხელმძღვანელობ 2018 წლიდან და ამავე პერიოდიდან გააქტიურდა დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნისფაქტების გამოვლენა და გამოძიება, რომელთა დიდი ნაწილი გადაგზავნილია სასამართლოში. ამ ინფორმაციის მოძიებაც არ გაუჭირდებოდა ბატონ დეპუტატს, მისი ამოცანა ფაქტების დადგენა დარეალობის დანახვა რომ ყოფილიყო. და ბოლოს, ლ. ხაბეიშვილს მინდა შევახსენო, რომ პარლამეტისწევრის სტატუსი გულისხმობს მეტ პასუხისმგებლობას და კეთილსინდისიერებას მთელიმოსახლეობის თუ არა, პირადად მისი ამომრჩევლების მიმართ მაინც.