მუხრანის ქათამის ხელმძღვანელი - საგადასახადომ თავისი ფუნქცია არ შეასრულა და ახლა უნდათ ჯოხი მეფრინველეებზე გადატეხონ

მუხრანის ქათამის ხელმძღვანელი - საგადასახადომ თავისი ფუნქცია არ შეასრულა და ახლა უნდათ ჯოხი მეფრინველეებზე გადატეხონ

access_time2018-12-06 11:00:00

  მუხრანის ქათამის ხელმძღვანელი, მამუკა ნოზაძე კომერსანტთან უსამართლოდ დაკისრებულ ჯარიმაზე საუბრობს. მისი თქმით, ერთ-ერთმა  მომწოდებელმა რუსული სიმინდის ნაცვლად ქართული მიაწოდა, რის შესახებაც  სამი წლის შემდეგ შეიტყო.


„2014 წელს, მომწოდებლისგან, როგორც მან გვითხრა, რუსული სიმინდი ვიყიდეთ. გამომიწერა დღგ-ს საბუთიც, თუმცა სამი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს სიმინდი რუსული კი არა ქართული ყოფილა  და გამყიდველს დღგ-ს საბუთის გამოწერის უფლება არ ჰქონდა. ასე გვეუბნება შემოსავლების სამსახური. მე საიდან უნდა გამერჩია სიმინდი ქართული იყო თუ რუსული, ამაზე საგადასახადოს უნდა ჰქონოდა ინფორმაცია. შარშან შემოსავლების სამსახურიდან წერილი მომივიდა, რომ გადახდის დოკუმენტაცია წარმომედინა და ამის შემდეგ დაიწყო ეს პროცედურები. თავიდან  დაგვარიცხეს ჯარიმა 40 000 ლარი, მერე ზემოდან საურავები დაერიცხა და ეს თანხა 69 000 ლარამდე ავიდა,“-განაცხადა მამუკა ნოზაძემ. 


მისი თქმით, დამნაშავე მომწოდებელია და სწორედ მისი ვალდებულება იყო  სახელმწიფოსთვის გადასახადის გადახდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით სახელმწიფო პასუხისმგებლობას მეფრინველეებს აკისრებს, რაც სხვა პრობლემებთან ერთად ადგილობრივ წარმოებას აზარალებს.


„ასეთ მდგომარეობაში სხვა მეფრინველეებიც არიან. ვერ ვიგებ ჩვენ რა შუაში ვართ. საგადასახადოს უნდა გაეკონტროლებინა, რომ ის პირი, ვისაც ფაქტურის გამოწერის უფლება არ ჰქონდა, მაშინვე დაეკავებინათ და სამი წლის შემდეგ არ დაეწყოთ მოკვლევა. საგადასახადომ თავისი ფუნქცია არ შეასრულა და ახლა უნდათ ჯოხი ჩვენზე გადატეხონ.  გვეუბნებიან, რომ ეს თანხა უნდა გადავიხადოთ, მაგრამ ვერ ასაბუთებენ რატომ.“


 მეფრინველეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ეს პროცესი წლებია გრძელდება და არაერთმა ფერმერმა უკვე გადაიხადა გაურკვეველი მიზეზით დაკისრებული ჯარიმა, დამნაშავე კი არც დასჯილა, რასაც ბიზნესმენი შესაძო გარიგებას უკავშირებს.



„ინდ. მეწარმე მამუკა ჯანყარაშვილი, რომელიც კანონის დარღვევით საქმიანობდა, თავიდანვე გვეუბნებოდა ტყუილად მიჩივით პატრონი მყავსო და როგორც დადასტურდა ასეცაა. ყველა საქმის კურსშია, მათ შორის ბიზნესომბუდსმენი, ფინანსთა სამინისტრო ხომ თავისთავად, პარლამენტი და ვერაფერს ვერ მივაღწიეთ. ეს გრძლდება სამი წელია და საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი. „-განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.


კომერსანტთან საუბრისას ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განმარტა,რომ ფერმერები რუსულ სიმინდს ყიდულობენ, რადგან მასში უკვე გადახდილია დღგ და გარდა იმისა, რომ საბუთს იღებენ, ქართულ სიმინდზე იაფიც უჯდებათ.


„სამი წლის წინ მომწოდებელმა ყველას შემოგვიტანა ქართული სიმინდი და მოგვყიდა, როგორც რუსული. ამის შემდეგ გავიდა 6 თუ 7 თვე და ამ თემაზე შემოსავლების სამსახურმა დაიწყო მოკვლევა .დაგვაწერეს ჯარიმა. როგორც ჩანს, მაშინ მუხრანის მეფრინველეობა გამორჩათ და ახლა შეეხო მას ეს პრობლემა. სასამართლოში ვერაფერს ვერ მივაღწიეთ, არის აბსურდის თეატრი, კანონი არანაირად არ გვავალდებულებს, რომ მომწოდებლის საქმიანობის და მოწოდებული საბუთების კანონიერება ვაკონტროლოთ ,“ -განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.


მეფრინველეთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარი დამნაშავე სამართალდამცვლებმა ცოტა ხნით დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს, თან ისე, რომ არანაირი ფინანსური სანქცია არ დააკისრეს. სამაგიეროდ, სახელმწიფო ცდილობს მისი დანაშაული მეფრინველეობის ბიზნესში ჩართულ  ბიზნესმენებს აანაზღაურებინოს.

ამხელა ჯარიმების დაკისრებით, იმასაც ვერ აცნობიერებენ, რომ ადგილობრივ წარმოებას ძალიან დიდ პრობლემას უქმნიანზურაბ უჩუმბეგაშვილი.


 

მარიამ ტიტვინიძე





“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ
access_time2019-05-20 17:00:16
წელიწადზე მეტია, რაც საპარკინგე ადგილების ადმინისტრირება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა არჩევნებამდე დაპირებული პარკირების  პრობლემა არათუ მოგვარდა, კიდევ ურო დამძიმდა. უამრავ მიზეზებთან ერთად “კომერსანტთან“ ექსპერტები ე.წ. სტაიანშიკებსაც ასახელებენ, რომლებიც დედაქალაქში თვითნებურად მუშაობენ და საკუთარ წესებს ადგენენ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამ თემაზე...

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო
access_time2019-05-20 13:25:06
ა/წ 17მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მიღება გამართა და სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს სასტუმროების ქსელის განვითარების ახალი მიმართულებისკონცეფცია წარუდგინა. ამ ეტაპზე, სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1,000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს.სრული ინვესტიცია სასტუმროების განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up