საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება და შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნა - რა დათმობებზე არ წავიდა მთავრობა სავაჭრო ცენტრებთან

საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება და შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნა - რა დათმობებზე არ წავიდა მთავრობა სავაჭრო ცენტრებთან

access_time2021-01-28 10:00:39

„არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და შოპინგ მოლები არიან ის სფერო, რომლებსაც ყველაზე პირველებს ვხსნით. 1-ელ თებერვალს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნებიან. ეს ორმა გარემოებამ განაპირობა. პირველი, რომ წინასაახალწლო დღეებში დავაკვირდით და მკაცრი მონიტორინგის ქვეშ თავადაც გამოიჩინეს პასუხისმგებლობა და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა და იმის მიუხედავად, რომ 2 მილიონამდე ადამიანი გაატარეს იმ დროისთვის სავაჭრო ქსელებმა, ამის გამო დიდი აფეთქება არ გვქონია. გვჯერა, რომ ახლაც იგივენაირად, მაღალ დონეზე იქნება პასუხისმგებლობა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„თბილისი ცენტრალის“ დირექტორის, ლევან ყარალაშვილის განცხადებით, ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა რომელიც ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის დროს განიხილეს დაკეტილი სავაჭრო ცენტრებისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების საკითხია. თუმცა შეთანხმება ვერ შედგა და მათ გადასახადები სრულად დაეკისრებათ, რაც ყარალაშვილის აზრით არასამართლიანია. 

 

„სავაჭრო ცენტრი დაკეტილი იყო 5 თვის განმავლობაში და იგივე საგადასახადო ტვირთის სრულად დაკისრება უბრალოდ არამიზანშეწონილია. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და ვიმედოვნებთ, რომ გამოინახება რესურსი და ამ შეღავათს მივიღებთ.



თუმცა, შეიცვალა სხვა პირობები, მაგალითად შეზღუდვა იქნება 10 კვადრატულ მეტრზე ერთი მომხმარებლს. ასევე იმუშავებს გასახდელები და იქნება პროდუქციის გადაცვლის საშუალება, რაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია კლიენტებისთვის. სამწუხაროდ, ჯერ ვერ განიხილება შაბათ-კვირას მუშაობის საკითხი, თუმცა ორი კვირის განმავლობაში მოხდება ამ საკითხზე მობრუნება. სავაჭრო მოლები პირველი თებერვლიდან მუშაობის დაწყებისთვის მზად არიან და სავარაუდოდ, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს“,- განაცხადა ყარალაშვილმა.

 

„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რევაზ მაღალაშვილმა აღნიშნა, რომ პირველი საკითხი რომლის დროულად შეცვლა სჭირდება სავაჭრო მოლებისთვის შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნაა.

 

„1-ლი თებერვლიდან ნამდვილად ვიხსნებით. გარდა ამისა, შეიცვალა ის რომ 2-ჯერ მეტი ადამიანის შეშვების უფლება გვეძლევა კვადრატულობის მიხედვით. ასევე, ადრე თუ გაუქმებული იყო გასახდელები, ეს აღდგება და გადაცვლა-დაბრუნების შეზღუდვაც მოიხსნება.

 

ჯერჯერობით არ აღდგება შაბათ-კვირის ვაჭრობა. ტრანსპორტირებაც ძალიან გაგვიძვირდა, პრაქტიკულად სახელფასო ხარჯს გაუთანაბრდა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია  საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგეს. თუმცა ნომერ პირველი საკითხი დღეს ჩვენთვის შაბათ-კვირის შეზღუდის მოხსნაა“,- განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up