საგადასახადო სამოთხე - რა არის ოფშორი და რატომ არეგისტრირებენ იქ კომპანიებს?

საგადასახადო სამოთხე - რა არის ოფშორი და რატომ არეგისტრირებენ იქ კომპანიებს?

access_time2017-11-12 18:00:38

5 ნოემბერს, გამომძიებელი-ჟურნალისტების კონსორციუმმა (ICIJ) ოფშორული კომპანიებისადმი მიძღვნილი მეორე მასშტაბური პროექტი - სამოთხის დოკუმენტები გამოაქვეყნა. პირველი გამოძიება, რომელსაც ოფშორებთან დაკავშირებული დიდი სკანდალი მოჰყვა ICIJ-მ 2016 წლის აპრილში წარადგინა:პანამის დოკუმენტები პანამური იურიდიული კომპანიის Mossack Fonseca-ს არქივის 11,5 მილიონ დოკუმენტს მოიცავდა. 214 000-მდე ოფშორული ანგარიშის სიაში 85-მდე ქართველიც ფიგურირებდა. ICIJ-ს გამოძიების მასალები ეხება მსოფლიოს ლიდერებთან, ბიზნესმენებთან, ცნობილ ადამიანებთან დაკავშირებულ კომპანიებს, რომლებიც პანამაში, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე და სხვა ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული.


რა არის ოფშორი?


ეს არის ქვეყანა ან ტერიტორია, რომელიც უცხოურ კომპანიებს ბიზნესის წარმოებისთვის განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. ესენია: ძალიან დაბალი და ზოგჯერ ნულოვანი გადასახადები, ანგარიშგების და კომპანიის მართვის მარტივი წესები, ასევე ბიზნესის ნამდვილი მფლობელების ვინაობის დამალვის შესაძლებლობა. მსოფლიოში დაახლოებით 50 ოფშორული ზონაა. მარტივად რომ ვთქვათ, ბიზნესისთვის და შეძლებული ადამიანებისთვის ოფშორი - სამოთხეა. კომპანიების მფლობელები და უბრალოდ, მდიდარი ადამიანები ნაკლებ ფულს ხარჯავენ გადასახადებზე ან საერთოდ არ ხარჯავენ, და შეუძლიათ დაუმალონ თავიანთი საქმიანობა სახელმწიფო ორგანოებს.


მაგალითად, თუ ბიზნესმენები საკუთარ ქვეყნებში კომპანიების დარეგისტრირების შემთხვევაში სახელმწიფოს გადასახადების სახით უხდიან შემოსავლების ნაწილს (საქართველოში საშემოსავლო გადასახადი 20%-ია), ოფშორში კომპანიის დარეგისტრირების შემთხვევაში ისინი სერიოზულ ეკონომიას გააკეთებენ. მაგალითად, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე შემოსავლები საერთოდ არ იბეგრება.


ესე იგი, ოფშორები გადასახადებისთვის თავის ასარიდებლად არის საჭირო?


დიახ, მაგრამ მხოლოდ ამისთვის - არა. ბევრ ბიზნესმენს კომპანიები გადააქვს ოფშორში იმიტომ, რომ ბიზნესის წარმოება ასე მათთვის უფრო იოლი და უსაფრთხოა. მაგალითად, ასე იქცევიან ისინი, თუ მიაჩნიათ, რომ მათ ქვეყნებში ბიზნესის წარმოებისთვის ბიუროკრატიული ბარიერი ზედმეტად დიდია, ან ეშინიათ, რომ საფრთხის შემთხვევაში სახელმწიფო ვერ შეძლებს მათ სათანადოდ დაცვას. გარდა ამისა, ოფშორებს იყენებენ ათასგვარი თაღლითური სქემებისთვის და ფულის გათეთრებისთვის. ზოგჯერ ოფშორულ კომპანიებს ქმნიან სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც კანონი ბიზნესის წარმოებას უკრძალავს.



საქართველოსა და ოფშორებს შორის ფული ორივე მიმართულებით მოძრაობს. საქართველოდან ოფშორებში ფულის გადინება და პირიქით, იქიდან კაპიტალის შემოდინება, ძირითადად, 2004 წლიდან შეინიშნება. კაპიტალის გასვლაც და შემოსვლაც ხშირად ხდება კვიპროსში, ვირჯინის კუნძულებზე, ნიდერლანდებსა და სხვა ოფშორულ ზონებში. იმავდროულად, საქართველოში მოქმედი ბევრი კომპანია ოფშორში რეგისტრირებული ბიზნესის შვილობილია. ინფოგრაფიკაში მოცემულია შესაბამისი წლების საბოლოო სხვაობები გასულსა და შემოსულ თანხებს შორის.


და რად უნდათ ეს ვირჯინის კუნძულებს, პანამას და სხვა ოფშორებს?


ოფშორების კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, რომ კომპანიის დარეგისტრირება და მისი მართვა დამოუკიდებლად არ შეიძლება - მხოლოდ ადგილობრივი იურიდიული ფირმის საშუალებით. ამ იურიდიული ფირმების შემოსავლებია იმ ქვეყნების გამდიდრების ერთ-ერთი მთავარი წყარო, რომლებიც უცხოურ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობენ. მაგალითად, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების შემოსავლებში ოფშორული ფირმების რეგისტრაციიდან მიღებული თანხების წილი 50% არის.


მსოფლიოში ოფშორები პოპულარულია?


ძალიან. მათი პოპულარობა იზრდება და ამ ზრდას ფინანსური კრიზისებიც კი ვერ უშლის ხელს. ერთ-ერთი კვლევა ცხადყოფს, რომ 2005-დან 2010 წლამდე 50 უმსხვილესი ოფშორული ბანკის კაპიტალიზაცია 5,4 ტრილიონი დოლარიდან 12 ტრილიონამდე გაიზარდა. ზოგიერთი შეფასებით, ოფშორებში შენახული თანხის საერთო მოცულობა 32 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც ერთად აღებული აშშ-ის და იაპონიის მშპ-ებზე მეტია.


კომპანიის ოფშორში ქონა დანაშაულია?


არა, მაგრამ იმავდროულად ოფშორებს ხშირად იყენებენ დანაშაულებისთვის - კრიმინალური ფულის გათეთრებისთვის, სახელმწიფო კორუფციისთვის, სხვადასხვა თაღლითური ოპერაციისთვის. როდესაც ეგრეთ წოდებული პანამის დოკუმენტები გავრცელდა, Reddit-ის მომხმარებელმა გაჟონვის ფაქტი ისე ახსნა, რომ ის პატარა ბავშვებისთვისაც გასაგები ყოფილიყო. მან სიტუაცია ბავშვების მიერ ყულაბაში ფულის შენახვის ტრადიციას შეადარა. კერძოდ, ზოგიერთი ფულს აგროვებს დედის საჩუქრისთვის, რომ მას სიურპრიზი მოუწყოს, სხვა - საკუთარ დანაზოგს უფროსი ძმისგან მალავს. თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც ყულაბებს ცუდი საქციელის დასაფარავად მალავენ, რადგან ზოგმა ის დედის ჩანთიდან მოიპარა, ზოგმა კი მეგობრებს მოჰპარა. ახლა კი ყველა ბავშვის დედამ გაიგო, რომ ყულაბები სახლებს გარეთ ინახება და დაიწყეს იმის გარკვევა, ვინ იქცეოდა კარგად და ვინ - არა.


სახელმწიფოები ოფშორებს ებრძვიან?


დიახ, ოღონდ არა ოფშორებს, არამედ ოფშორების ბოროტად გამოყენების ფაქტებს: გადასახადებისთვის თავის არიდებას, ფულის გათეთრებას და სხვა დანაშაულებს. არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები (OECD, FATF და სხვები), რომლებიც სახელმწიფოებისთვის გასცემენ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა ააგონ მათ პოლიტიკა და კანონმდებლობა ოფშორების სფეროში.



imedinews.ge



„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“
access_time2020-02-18 10:45:03
ბოლო სამი წელია ამერიკაში ქართული ღვინის იმპორტი საშუალოდ 54%-ით იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 88%-ს მიაღწია. მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში 466,056 ბოთლი ღვინო გავიდა, ღირებულებით $2,335,867. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორია რეალობა, იცნობენ თუ არა ქართულ ღვინოს ამერიკაში, რა ბარიერებს აწყდებიან მეღვინეები და როგორ ეხმარება მათ ...

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...


მსგავსი სიახლეები

up