საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რომელიც საერთაშორისო კომპანიებს შეღავათებს  უწესებს

საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რომელიც საერთაშორისო კომპანიებს შეღავათებს უწესებს

access_time2019-10-09 10:00:17

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რომელიც საერთაშორისო კომპანიებს შეღავათებს უწესებს, “ ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესის ანალიტიკოსმა ჯაბა თარიმანაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, 23–ე მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა შემდეგი: საერთაშორისო კომპანია არის საქართველოს საწარმო, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებს ახორციელებს და შემოსავალს მხოლოდ ამ საქმიანობებიდან იღებს. საერთაშორისო კომპანიის სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა. საერთაშორისო კომპანიის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული არ არის, იწვევს მისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმებას ამ სტატუსის მინიჭების თარიღიდან.


როგორც თარიმანაშვილი აცხადებს, აღნიშნული ცვლილება საერთაშორისო ბიზნესის საქართველოში წარმოების დასაწყისისთვის უმნიშვნელოვანესია  . თუმცა, ამ ეტაპზე მთავრობის დადგენილებით არ არის განსაზღვრული საქმიანობების ჩამონათვალი. ამიტომ, აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოყალიბდეს პოტენციური სეგმენტები, რომელიც აქამდე არ მუშაობდა, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებები საშუალებას მისცემს ახალ კომპანიებს დარეგისტრირებისთვის.


მისი განმარტებით, დღემდე საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები საგადასახადო კანონმდებლობის შეუსაბამობის გამო ვერ მართავდნენ საერთაშორისო სანაოსნო კომპანიებს, ასევე პრობლემატური იყო საერთაშორისო ლოგისტიკის და ვაჭრობის განხორციელება.


„აუცილებელია აღინიშნოს ბოლო პერიოდში წამოწყებული სავაჭრო ომების პრობლემატიკა, რომელმაც გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზეც იქონია უარყოფითი გავლენა. მიუხედავად ამისა საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს როგორც ჩინეთთან ასევე ევროპასთან და გარკვეული პრეფერენციები აშშ–სთან, ვერ ითვისებს პოტენციალს სრულად. აღნიშნული პოტენციალის ასათვისებლად აუცილებელია საზღვაო სერვისების განვითარება. კერძოდ საბაჟო კოდექსით უნდა განისაზღვროს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, რომელიც საგადასახადო კოდექსით წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას, გემების ბორტზე განხორციელებული სატვირთო ოპერაციები. განისაზღვროს გემიდან გემში გადატვირთის კანონმდებლობა, რაც თავის მხრივ მოიზიდავს დამატებით გემებსა და ტვირთებს და სავაჭრო კომპანიებს საშუალებას მისცემს შექმნან დამატებითი ღირებულება. გაჩნდება ახალი საექსპორტო ნომენკლატურა, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე“-აცხადებს თარიმანაშვილი. 



მისივე განმარტებით, საგადასახადო კოდექსის ცვლილებების შესაბამისად, საერთაშორისო კომპანია  თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. არ შეიძლება შეიქმნას. დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის მიზნისათვის საერთაშორისო კომპანიის მიერ არარეზიდენტისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ადგილად არ მიიჩნევა საქართველო. როგორც თარიმანაშვილი აცხადებს, დაქირავებულისათვის ხელფასის გაცემისას საერთაშორისო კომპანიას არა აქვს საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულება.


„საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად უცხო ქვეყნის იმ მოქალაქის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ უცხო ქვეყნის რეზიდენტი არ არის და არის საქართველოს რეზიდენტი, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან. საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.


საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.95-ზე გაყოფით. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხარჯის საქართველოში გაწევის შემთხვევაში საერთაშორისო კომპანიას უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით შეამციროს გადასახდელი მოგების გადასახადი ამ ხარჯის თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით. საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება. საგადასახადო ორგანოსთვის დაქირავებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესს ადგენს, აგრეთვე საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობის სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა“-აღნიშნავს თარიმანაშვილი. 



სოფო ქსოვრელი






„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა

„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა
access_time2019-10-16 18:25:30
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლებელია, ფრენები განახლდეს. „როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა. აღნიშნულ ცნობას საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „სოვა ნიუსი“ ავრცელებს. ბრძანების თანახმად, ავიაკომპანიას რეისის მოსკოვი-ქუთაისი განხორციელება კვირაში 7-ჯერ შეუძლია. არსებული ინფორმაციის თანახმად, S7 Airlines-ის წარმომადგენლებს ჯერ არ...

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? - ქართული ოცნების დეპუტატების ვერსიები

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? - ქართული ოცნების დეპუტატების  ვერსიები
access_time2019-10-16 20:15:33
„თიბისი ბანკის“ და მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე „მთავარი არხის“ ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა. მან გაიხსენა  2017 წლის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან სოლოლაკის სასახლეში, სადაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მას განუცხადა, რომ ის ვერ ერკვევა გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პროექტზე უარის თქმისკენ მოუწოდა, რადგან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევდა, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ...

ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის - რა შეზღუდვა ამოქმედდება სესხის გამცემი პირებისთვის 2020 წლიდან

ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის - რა შეზღუდვა ამოქმედდება სესხის გამცემი პირებისთვის 2020 წლიდან
access_time2019-10-16 19:00:29
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, კომერციული ბანკებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული. საუბარია, სესხის გამcემი პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე, რომელიც სესხის უზრუნველყოფისთვის ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას კრძალავდა. აღსანიშნავია,...

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P Global“-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი ‘BB-/სტაბილურამდე’ გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P Global“-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი ‘BB-/სტაბილურამდე’ გაზარდა
access_time2019-10-16 14:05:54
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო შ&P Gლობალ -მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“(„კორპროაცია“) გრძელვადიანი რეიტინგი „B+“-დან „BB -“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. სააგენტომ კორპორაციის რეიტინგი 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კორპორაციის როლს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზნებისათვის. კორპორაცია წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მოწოდების საიმედოობის...

„კურიოზულია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მუდმივად სხვადასხვა ტიპის არაეფექტიანი რეგულაციები შემოაქვს“

„კურიოზულია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მუდმივად  სხვადასხვა ტიპის არაეფექტიანი რეგულაციები შემოაქვს“
access_time2019-10-16 17:30:17
„კურიოზულია, როცა ერთი მხრივ, სახელმწიფო ამბობს რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მეორე მხრივ, სხვადასხვა ტიპის რეგულაციები შემოაქვს. რეაგულაციების მიზნობრიობა არ აიხსნება, ერთადერთი არგუმენტი მათი მხრიდან ის არის,რომ ევროკავშირის დირექტივა გვავალებს ამას. ეს მიუღებელი პასუხია,“ - განაცხადა რადიო „კომერსანტზე“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორმა, ქართლოს ყორანაშვილმა. გადაცემაში ბიზნეს გარემოს სამართლებრივი ჩარჩოს, ბიზნესზე სამართლებრივი...


მსგავსი სიახლეები

up