საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ ავტომფლობელები მასშტაბურ აქციებს იწყებენ

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ ავტომფლობელები მასშტაბურ აქციებს იწყებენ

access_time2016-12-09 16:30:26

 

საგადასახდო კოდექსში დაგეგმილ ცვილებებს , რომლის მიხედვით 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადი წესდება და მარჯვენასაჭიანზე აქციზი სამმაგდება, ავტომფლობელები  აქციებით გააპროტესტებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სანდრო თამარაშვილი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა საავტომობილო კლუბის წარმომადგენელი ხვალ დიღომში შეიკრიბება და საპროტესტო მსვლელობას მოაწყობს ცენტრალური ქუჩების მიმართულებით.


თამარაშვილის თქმით, მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვილებები გაუგებარია. „ აქციზის მატება საწვავზე გამოიწვევს ბენზინის გაძვირებას 35-60 თეთრამდე კურსის ჩათვლით. მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე ისედაც გაზრდილ აქციზს დაემატება სამმაგი ოდენობა. და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ხალხი სიღარიბის ზღვარზეა და ლარი რეკორდულადაა გაუფასურებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მწყობრიდანაა გამოსული და ადამიანების გადაადგილების ერთადერთი საშუალება იაფფასაინი ავტომობილია." – აცხადებს თამარაშვილი.

 

მისივე თქმით, ზოგადად გარემოს დაცვაზე ზრუნვა მისაღებია, თუმცა დაგეგმილი ცვლილებები პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე. ავტოკლუბების წარმომადგნელები მორიგ საპროტესტო აქციას იანვრის დასაწყისშიც გეგმავენ.


მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, რომელიც პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თვის დასაწყისში დაანონსა,  2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.


კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები საგადასახადო კოდექსის 201- ე, 202-ე და 205-ე მუხლებში შევა და 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება. როგორც პროექტშია აღნიშნული, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი სხვადასხვა დროს გამოშვებულ ავტომობილებზე განსხვავებული იქნება.


ამასთან, მთავრობის დადგენილებით, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზი სამმაგდება, ჰიბრიდულებზე კი კიდევ მცირდება. ამ ცვლილებებსაც საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს, რომლის განხორციელებასაც

 

ავტორები: სალომე სოსელია

 




იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up