საგადასახადო დავების განხილვის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა გააუმჯობესებს როგორც ბიზნეს გარემოს, ასევე ხელს შეუწყობს რეგიონში ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას - ქეთევან ღამბაშიძე

საგადასახადო დავების განხილვის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა გააუმჯობესებს როგორც ბიზნეს გარემოს, ასევე ხელს შეუწყობს რეგიონში ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას - ქეთევან ღამბაშიძე

access_time2022-11-24 16:55:16

საგადასახადო ვალდებულების შესრულება მნიშნელოვანი საკითხია ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტისთვის. რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, როგორია ჩამოყალიბებული საგადასახადო დავების პრაქტიკა და არსებული გამოწვევები, ამ თემებზე „კომერსანტთან“  „გრანთ თორნთონის“ საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელმა ქეთევან ღამბაშიძემ ისაუბრა.


„საგადასახადო ვალდებულების შესრულება მნიშნელოვანი საკითხია ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტისთვის. იურიდიული ან/და ფიზიკური პირი ვალდებულია დროულად დაადეკლარიროს და გადაიხადოს კუთვნილი გადასახადები, ხოლო შემოსავლების სამსახური აწარმოებს საგადასახადო შემოწმებას პირის მიერ დეკლარირებული გადასახადის სისწორის დასადგენად. ამრიგად, საგადასახადო-სამართლებრივ ურთიერთობაში სახეზეა ორი, განსხვავებული ინტერესის მქონე მხარე და შედეგად, ამგვარ ურთიერთობებში ხშირად წარმოიშვება საგადასახადო დავაც.


საქართველოს თითოეული მოქალაქე, ეწევა ის თუ არა ეკონომიკურ საქმიანობას, საგადასახადო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეა. ჩვენ ვიხდით პირდაპირ, თუ არაპირდაპირ გადასახადებსდა საგადასახადო სამართლის სპეციფიკის გათვალისწინებით, ნებისმიერი პირი შეიძლება აღმოჩნდეს საგადასახადო დავის მონაწილე. იმისათვის, რომ დაცული იყოს საგადასახადო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის უფლებები, საგადასახადო სისტემა უნდა ითვალისწინებდეს საგადასახადო დავის გადაწყვეტის ქმედით მექანიზმს.


საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საგადასახადო დავების განხილვის შესაბამის მექანიზმებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსკ) თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილული იქნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა განისაზღვრება სსკ-ს შესაბამისად.


საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოებია - შემოსავლების სამსახური (პირველი ეტაპი) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (მეორე ეტაპი).


მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივანის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.


სსკ-ს თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება (ბრძანება, საგადასახადო მოთხოვნა) მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში,  ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივანისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.


აღსანიშნავია შემთხვევები, როდესაც მომჩივანი არღვევს ხსენებულ ვადას ან/და სხვა, საჩივრის წარმოდგენასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს,  შედეგად ამგვარი საჩივარი არ განიხილება. ასე მაგალითად 2021 წ. მონაცემებით, ფინანსთა სამინისტრისთან არსებული დავების საბჭოში წარდგენილი საჩივრების 14% საერთოდ არ განხილულა.


საქართველოს საგადასახადო კოდექსით ასევე გათვალისწინებულია, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს 20 დღის ვადაში. ამასთან, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, აღნიშნული ვადა უმრავლეს შემთხვევაში არ არის დაცული და საგადასახადო დავის პროცესი გათვალისწინებულზე, გაცილებით მეტ დროს მოითხოვს. თუმცა ამ გარემოებას უფრო დეტალურად დავუბრუნდებით.


მოგეხსენებათ, საგადასახადო დავები ყოველთვის წარმოადგენდა მეტად აქტუალურ საკითხს ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტისათვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი წლების სტატისტიკამ, ცხადყო ამგვარი დავების მზარდი ტენდენცია.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს 2019-2020-2021 წლების სტატისტიკური მაჩვენებლები შემდეგია:

 

წელი

საბჭოში წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა

გამართული სხდომების რაოდენობა

საქმეების რაოდ-ბა რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება

სადავო თანხა (მლნ. ლარი)

2019

2452

76

2606

765

2020

2090

71

1233

447

2021

3136

80

3267

1808

 

 

 

 

 

წყარო: https://taxdisputes.gov.ge/

უნდა აღინიშოს, რომ 2021წელს საბჭოში წარდგენილი საჩივრების რაოდენობა წარმოადგენს უკანასკნელი 10 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.


ამასთან, ასევე მზარდი ტენდენციით ხასიათდება დაუკმაყოფილებელი საჩივრების რაოდენობაც და 2021 წლისთვის შეადგენს 71%-ს:

წყარო: https://taxdisputes.gov.ge/

როგორც ასევე 2021 წლის სტატისტიკური ანგარიშიდან იკვეთება, მომჩივანთა დიდ ნაწილს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები წარმოადგენს.

 

წყარო: https://taxdisputes.gov.ge/

 

პირველ რიგში განვიხილოთ წარდგენილი საჩივრების რაოდენობის ზრდის შესაძლო გამომწვევი მიზეზები.


რამდენიმე წლის წლის წინ, გადასახადის გადამხდელს უფლება ქონდა შემოწმების შედეგად, აქტის პროექტის განხილვის შედეგებზე შედგენილი ოქმის საფუძველზე, აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოდეგინა წერილობითი პოზიცია შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში. ფაქტობრივად, აღნიშნული წარმოადგენდა დავის პირველ ეტაპს დაგადამხდელის პოზიციის განხილვა შესაძლებელი იყო საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე,მის პროექტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოზე.


აღნიშნულ ეტაპზე, შესაძლებელი იყო მთელი რიგი საკითხების, მათ შორის, შემოწმების დროს დაშვებული კალკულაციის უზუსტობების (არც თუ ისე იშვიათი შემთხვევა) გარკვევა, შედარება და აუდიტორის პოზიციის მოსმენა, ხელმოწერილი საგადასახადო შემოწმების აქტის და შესაბამისი ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის მიღებამდე.


დღეის მდგომარეობით, მედიაციის საბჭო გაუქმებულია და თუ კი გადამხდელსა და აუდიტორს შორის, შემოწმების პროცესში არ დგება სათანადო კომუნიკაცია აქტის შედგენამდე, შემოწმების შედეგებს გადამხდელი ეცნობა უკვე საბოლოო სახით მიღებული აქტის საფუძველზე. შედეგად, ერთადერთ გამოსავალს გადამხდელისთვის წარმოადგენს საგადასახადო დავის პროცესის დაწყება.


ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, რომ  საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებობს რიგი ნორმები/მუხლები, რომელთა ინტერპრეტაცია სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი და, ამასთან არ იკვეთება საგადასახადო ორგანოს მიდგომა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში (არ არის გამოცემული დამატებითი მეთოდური მითითება, სიტუაციური სახელმძღვანელო, ა.შ.). ასევე, გადამხდელის მიერ კანონმდებლობის ამა თუ იმ ნორმის შეფასება საგადასახადო ორგანოის შეფასებისგან შეიძლება განსხვავდებოდეს, რაც შესაბამისად დავის საგანი ხდება.


აქვე გვინდა დავუბრუნდეთ დავის განმხილველი ორგანოს მიერ შემოსული საჩივრის განხილვის ვადას, რომელიც მთელი რიგი მიზეზების გამო მნიშვნელოვნად დიდ დროს მოითხოვს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადისგან. შესაბამისად, თუ მაგალითად პირველ ეტაპზე დავის განმხილველი ორგანო გამოსცემს ბრძანებას/გადაწყვეტილებას საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით და საკით(ებ)ის დამატებით განხილვის დავალებით უბრუნებს აუდიტის დეპარტამენტს, დიდი ალბათობით საკითხის ხელახლა განხილვა ვერ ესწრება გათვალისწინებულ ვადაში (გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის განკუთვნილ 20 დღეში) და შესაბამისად, იმ დაშვებით, რომ გადაანგარიშების შედეგად გადამხდელი მაინც ვერ მიიღებს სასურველ შედეგს და ამასთან გაუშვებს შემდგომი გასაჩივრების ვადას, იძულებულია მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს შემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში, სადაც დამატებით გადასახდელი ექნება შესაბამისი ბაჟიც.


აღნიშნული თავისთავად ზრდის წარდგენილი საჩივრების რაოდენობას და ამასთან, როგორც ბოლო მაგალითშია ნახსენები, ერთი და იგივე საკითის განხილვა, მხოლოდ იმის გამო, რომ წინა ინსტანციამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამის ვადაში, ზრდის შესაბამისი სამსახურების დატვირთვასაც და ცხადია, შემდგომ მომჩივანთა საქმის განხილვის ვადასაც.


აღსანიშნავია, რომ სსკ-ს 254-ე მუხლის თანახმად, სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლება საგადასახადო დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დავის პროცესში არ ჩერდება საურავის დარიცხვა. ასევე, სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დაუყოვნელბლივ დაადოს ყადაღა პირის ქონებას (მათ შორის საბანკო ანგარიშებს) მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება.


ამრიგად, საგადასახადო დავის პროცესის ვადის გაგრძელება უშუალო ზიანს აყენებს გადამხდელს და ხელს უშლის საქიანობის გაგრძელებაში.


მიუხედავად იმისა, რომ ბევრ, განვითარებულ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველოში საგადასახადო დავის წარმოების პროცედურა და წინაპირობები რიგი უპირატესობებით  ხასიათდება  (ასე მაგალითად გასაჩივრების წინაპირობას არ წარმოადგენს დარიცხული თანხის ან/და სანქციების გადახდა; ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არ არის საჩივრისთვის დაწესებული მოსკრებელი/ბაჟი), საგადასახადო დავების განხილვის ქართული მოდელი შორსაა სრულყოფილებისგან შეიძ₾ება ითქვას, რომ გარდამავალ სახეს ინარჩუნებს.


ჩვენი აზრით, საგადასახადო დავების ადმინისტრაციული წესით განხილვის არსებული წესი საჭიროებს რეფორმირებას რამდენიმე მიმართულებით. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ვადების საკითხი, მაგრამ ამასთან ისიც უნდა გავითალისწინოთ, რომ საგადასახადო დავის განხილვის მთავარ მიზანს არ წარმოადგენს საქმის სწრაფად დასრულება, არამედ უფრო მნიშვნელოვანია საკითხ(ებ)ის სრულყოფილად შესწავლა, რათა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება იყოს კანონიერი, ობიექტური და სამართლიანი. 


დღესდღეობით პარადოქსულია, მაგრამ დაკმაყოფილებული ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საჩივრების დიდი ნაწილი დაკმაყოფილებულია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელახლა განსახილველად უბრუნდება აუდიტის დეპარტამენტს დამატებითი არგუმენტებისა თუ მტკიცებულებების მოსაპოვებლად და შესაბამისად, გადამხდელის პოზიციის გაზიარებისათვის. აღნიშნული კი შესაბამისი სტრუქტურების გაუმართავ, არაეფექტიან მუშაობაზე მიანიშნებს.


აუცილებელია გადაიხედოს როგორც საჩივრის წარდგენის, ისე დავის განმხილველი ორგანოსთვის დაწესებული საჩივრის განხილვის ვადები. დასადგენია ის ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები, თუ რატომ ვერ ხერხდება დაწესებულ ვადებში წარმოდგენილი საჩივრის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ხშირ შემთხვევაში საუბარია ერთ წელზე მეტი ხნით პროცესის ხანგრძლივობაზე, რაც უპირობოდ არღვევს გადასახადის გადამხდელის ყველა უფლებას. 


ზემოაღნიშნულთან ერთად, გასააზრებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო დავის განხილვის მოდელიც, რომელიც ფაქტობრივად ერთნაირია ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში. მოდელის ცვლილების მთავარ მიზნად შეგვიძლია დავასახელოთ დავებთან დაკავშირებული, გადამხდელის ხარჯების (როგორც დროის, ისე ფინანსური რესურსის) შემცირება. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში კი შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო მასშტაბური რეფორმის ჩატარება, ვიდრე დავების განხილვისა და გასაჩივრების ვადების ცვლილება.


ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთახმებით გათვალისწინებულია, რომ „მხარეები ითანამშრომლებენ საგადასახადო სფეროში კარგი მმართველობის გაძლიერების კუთხით, ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სამართლიანი კონკურენციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის“.


ამრიგად, მიგვაჩნია, რომ საგადასახადო დავების განხილვის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა გააუმჯობესებს როგორც ბიზნეს გარემოს, ისე ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ხელს შეუწყობს რეგიონში ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას“,  განმარტა „გრანთ თორნთონის“ საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელმა ქეთევან ღამბაშიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up