საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიური კონფერენციის გამარჯვებულად შემოსავლების სამსახური დასახელდა

საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიური კონფერენციის გამარჯვებულად შემოსავლების სამსახური დასახელდა

access_time2019-10-17 18:34:09

საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი წლიური კონფერენციისა და ტექნოლოგიური გამოფენის გამარჯვებულად, მონაწილეების ხმის მიცემის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დასახელდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


„კერძოდ, ყველაზე მოწონებული ციფრული გადაწყვეტილება - უბნის საგადასახადო ოფიცერთა აპლიკაცია აღმოჩნდა.



უბნის საგადასახადო ოფიცრის მომსახურების სერვისი ორიენტირებულია სამართალდარღვევათა პრევენციაზე, საგადასახადო კულტურის ამაღლებაზე, გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო პროცედურების გამარტივებაზე და მონაცემთა ბაზის მუდმივ განახლებაზე. აპლიკაცია სარეკომენდაციო ხასიათისაა, გადამხდელს აფრთხილებს მოსალოდნელ შედეგებზე და ხარვეზის აღმოსაფხვრელად 2 სამუშაო დღეს სთავაზობს. ასევე, აღსანიშნავია, რომ უბნის საგადასახადო ოფიცერს აქვს შესაძლებლობა, პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით, გადამხდელს აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება დეკლარაციების/გაანგარიშებების შევსებაში, ზედნადების გამოწერასა და საჩივრების გაგზავნაში.




ორი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარე საერთაშორისო IT გამოფენაზე მსოფლიოში ცნობილ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებს, შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ 50 უახლესი პროგრამული პროდუქტი და ემსჯელათ სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის ერთობლივი პროექტების შემდგომ განვითარებაზე. სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიური კონფერენცია და IT გამოფენა დღეს ოფიციალურად დაიხურა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up