საფრთხეშია როგორც შეჩერებული, ისე მიმდინარე სახელმწიფო ტენდერების შესრულებაც

საფრთხეშია როგორც შეჩერებული, ისე მიმდინარე სახელმწიფო ტენდერების შესრულებაც

access_time2021-07-13 14:00:02

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორმა ანა საბახტარაშვილმა გაცხადა, რომ საფრთხეშია არა მხოლოდ შეჩერებული, არამედ მიმდინარე სახელმწიფო ტენდერების შესრულებაც. ამის მიზეზად ასოციაციის დირექტორი პროექტების ძველი ფასებით დაკონტრაქტებას და დღეისათვის კი აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე გაზრდილ ფასებს ასახელებს.


მისი თქმით, სექტორის პრობლემა დღეს, ძირითადად, სამშენებლო მასალის მაღალი ფასია, რაც კურსის ცვლილების გარდა, პანდემიის დროს საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატებამაც გამოიწვია.

 

„პანდემიის შემდეგ, ყველაზე აქტუალური ჩვენი სექტორისთვის, სამშენებლო მასალებზე ფასების მკვეთრი ზრდაა. დაკონტრაქტება მოხდა ძველი ფასებით და დღეს დრამატულად არის გაზრდილი ფასი აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე. დაწყებული ძირითადი პროდუქტებით, როგორიცაა არმატურა, ცემენტი და ა.შ. დასრულებული დამხმარე მასალებით. არ აქვს მნიშვნელობა პროდუქცია იმპორტირებულია, თუ ადგილობრივი წარმოების. ფასის მატება გამოიწვია ორმა ფაქტორმა უმთავრესად კურსის ცვლილებამ და ამას ემატება პანდემიის გამო, საერთაშორისო ბაზრებზე ფასის ცვლილებაც. დღეს, სექტორის მთავარი გამოწვევა ესაა.

 

საკუთრივ სამშენებლო ბიზნესის პრობლემებზე რომ ვისაუბროთ, ბევრი ფაქტორია, იგივე, სამშენებლო მასალების დეფიციტი. ბოლო დროს, ცემენტზე შეიქმნა დეფიციტი, იმპორტის შეზღუდვის გამო. პრობლემაა კონტრაქტებიც, რომელიც არ არის ინტერესებზე მორგებული და ხშირადაა, გონივრული რისკების მიღმაც, რაც ასევე პანდემიის დროს დადგა“, - განაცხადა საბახტარიშვილმა.


 

საბახტარიშვილის თქმით, საფრთხეშია არა მხოლოდ შეჩერებული, არამედ მიმდინარე სახელმწიფო ტენდერების შესრულებაც.

 

,,გარდა პროექტებისა, რომელიც დამკვეთებმა შეაჩერეს, დიდი რისკია პროექტების იმის გამო შეჩერების, რომ კომპანიები ფასთა სხვაობას უბრალოდ ვერ უძლებენ. როცა კონტრაქტი სხვა ფასების გათვლითაა დადებული და ახლა ბაზარზე სხვა არის. მუსირებს აზრი და ჩემთვისაც ბევრს უთქვამს, რომ - თქვენ რა გიჭირთ, მშენებლობა არ შეჩერებულა კოვიდის დროს. სინამდვილეში, იყო ნაკლები შეზღუდვები სხვა სექტორებთან მიმართებით, მაგრამ ოპერაციები შეგვეზღუდა, გაიზარდა ხარჯები, რომელიც არა მხოლოდ მასალებთან, არამედ ტრანსპორტირებასა და ტექნოლოგიებთანაცაა დაკავშირებული. საერთაშორისო პროექტებში, როცა ქვეკონტრაქტორია ქართული კომპანია, იქ დოლარზე ხდება მიმაგრება და პრობლემა აღარაა, მაგრამ სახელმწიფო ტენდერების შესრულება და ბოლომდე მიყვანა ძალიან დიდი პრობლემაა.

 

ახლა მუშავდება კანონი, საჯარო შესყიდვების შესახებ, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ ჯერ რაც ჩანს, ბიზნესის ინტერესებს ვერ აკმაყოფილებს და მხოლოდ ევროდირექტივების შესრულებაა“, - აცხადებს საბახტარაშვილი.

 

წყარო: ,,ბიზნესპრესნიუსი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up