საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ 6 თვით საწვავის ფასი მატება შეჩერდება. პრემიერის თქმით, ზომებს არ მიიღებენ მანამ, სანამ შესაბამის საკითხზე არ ჩატარდება დებატები დაშავებულებთან.
„არცერთი გადასახადი არ ღირს იმად, რომ ქვეყნის ერთიანობა საფრთხის ქვეშ დავაყენოთ“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა. ამასთან ფილიპის თქმით, დაისჯება ყველა, ვინც ქალაქში ამ კვირების განმავლობაში ვანდალიზმის გამო დააკავეს.
ორი კვირის განმავლობაში საფრანგეთში საწვავის გაძვირების გამო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები იყო. დემონსტრაციები პოლიციასთან დაპირისპირებასა და არეულობაში რამდენჯერმე გადაიზარდა. 17 ნოემბრიდან დღემდე პოლიციამ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
პარიზსა და სხვა დიდ ქალაქებში კი ხანძრის 249 შემთხვევა დაფიქსირდა.
საფრანგეთში ბენზინის ღირებულების გაძვირებას პირველი იანვრიდან აპირებდენენ. საფრანგეთში ბენზინი ბოლო ერთ წელში 15%-ით გაძვირდა.
imedinews.ge