„სეზარის“ პრემიის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში რომან პოლანსკის გამარჯვების შემდეგ რამდენიმე ქალმა მსახიობმა დაჯილდოების ცერემონია პროტესტის ნიშნად დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
პოლანსკის გვარის გამოცხადების შემდეგ დარბაზი მსახიობმა ადელ ჰენელმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ დატოვეს.
პოლანსკის ფილმმა „ოფიცერი და ჯაშუში“ 12 ნომინაციიდან 3-ში გაიმარჯვა. თავად პოლანსკი დაჯილდოების ცერემონიას არ ესწრებოდა, რადგან განაცხადა, რომ თავს დაცულად ვერ იგრძნობდა.
აშშ-ში პოლანსკის არასრულწლოვანი მოდელის, 13 წლის სამანტა გეიმერის გაუპატიურებას ედავებიან. სავარაუდო დანაშაული 1977 წელს არის ჩადენილი. გაუპატიურებაში ბრალდების გამო 2018 წლის მაისში პოლანსკი ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს.
Imedinews.ge