საფრანგეთში მრგვალ აკვარიუმებს აღარ გაყიდიან

საფრანგეთში მრგვალ აკვარიუმებს აღარ გაყიდიან

access_time2022-01-24 13:30:00

Reuters-ის ცნობით, შინაური ცხოველების მოვლის პროდუქციის წამყვანმა ფრანგულმა კომპანიამ მრგვალი აკვარიუმების გაყიდვები შეწყვიტა, რადგან ისინი თევზებს სწრაფად კლავენ.



AgroBiothers Laboratoire, რომელიც შინაური ცხოველების მოვლის პროდუქციის ბაზარზე საფრანგეთში ლიდერი კომპანიაა, 15 ლიტრზე ნაკლები მოცულობის აკვარიუმებს აღარ გაყიდის. კომპანიაში აცხადებენ, რომ მხოლოდ მართკუთხა აკვარიუმებს გაყიდიან, რადგან ფილტრაციისა და ჟანგბადის გარეშე, თევზის პატარა თასებში ჩადება ცხოველებზე ძალადობაა.



„ადამიანები იმპულსურად ყიდულობენ „ოქროს თევზს“ ბავშვებისთვის, მაგრამ რომ იცოდნენ, ეს რა წამებაა, ისინი ამას არ გააკეთებდნენ. პატარა აკვარიუმში მუდმივი ბრუნვა თევზებს აგიჟებს და სწრაფად კლავს,“ - აცხადებს AgroBiothers-ის აღმასრულებელი დირექტორი, მატიე ლამბო.



მისი თქმით, დიდ აკვარიუმებში ან გარე აუზებში „ოქროს თევზს“ შეუძლია, 30 წლამდე იცოცხლოს და, დაახლოებით, 25 სმ-მდე გაიზარდოს, მაგრამ პატარა თასებში ისინი ხშირად კვირებში ან თვეებში იღუპებიან.




მატიე ლამბო ამბობს, რომ „ოქროს თევზი“ სოციალური ცხოველია, რომელსაც სხვა თევზთან თანაარსებობა, საკმარისი სივრცე და სუფთა წყალი სჭირდება, ხოლო აკვარიუმის შესანახად მინიმალური გამოცდილება და აღჭურვილობა არის საჭირო.



ლამბოს მონაცემებით, საფრანგეთი აკვარიუმის წითელი თევზის გაყიდვებით ევროპაში ნომერ პირველი ბაზარია, სადაც 2,3 მილიონი თევზი იყიდება. გერმანიასა და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაში დიდი ხანია, თევზის აკვარიუმები აკრძალულია, მაგრამ საფრანგეთს შესაბამისი კანონმდებლობა არ გააჩნია.



„ეს ფრანგული ანაქრონიზმია, ამიტომ გადავწყვიტეთ, ვიმოქმედოთ. ჩვენ არ შეგვიძლია, ვასწავლოთ ყველა ჩვენს მომხმარებელს, რომ თევზის თასში შენახვა სისასტიკეა, ამიტომ მათ არჩევანის საშალებას, უბრალოდ, აღარ მივცემთ და პატარა მრგვალ აკვარიუმებს აღარ შევთავაზებთ,“ - აცხადებს მატიე ლამბო.



AgroBiothers-ს საფრანგეთში შინაური ცხოველების მოვლის პროდუქციის ბაზარზე, დაახლოებით, 27%-იანი წილი უკავია. კომპანია წელიწადში 50 000-მდე აკვარიუმს, თითოს 20 ევროდ ყიდის.



„აკვარიუმებზე მოთხოვნა დიდია, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ბავშვებს ოქროს თევზის ნელი სიკვდილის თვითმხილველებად ვაქცევთ,“ - აცხადებს მატიე ლამბო.



bpn.ge



თეგები:
აკვარიუმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up