ფრანგმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს საერთაშორისო ქსელი, რომლის წევრებიც Lego-ს იშვიათ ნაკრებებს იპარავდნენ. ამის შესახებ techcult-ი The Guardian-სა და Le Parisien-ზე დაყრდნობით წერს.
ამასთან Le Parisien-ის ცნობით, დამნაშავეები, რომლებიც ფრანგმა სამართალდამცველებმა დააკავეს საერთაშორისო ქსელის წევრები აღმოჩდნენ. ისინი საფრანგეთში ჩადიოდნენ, სასტუმროს ნომერს ჯავშნიდნენ, შემდეგ ავტომანქანა Audi-ით გადაადგილდებოდნენ და სათამაშოების მაღაზიებიდან Lego-ს იშვიათ ნაკრებებს იპარავდნენ. ძარცვის შემდეგ ამანათს პოლონეთში გზავნიდნენ. Lego-ს ქურდები მაღაზია PicWicToys ძარცვისას ფაქტზე დააკავეს.
საგულისხმოა, რომ Lego-ს ნაკრებების ფასი $800-საც კი უტოლდება. ზოგიერთი ნაკრები კი წლების შემდეგ რარიტეტული ხდება და მასზე ფასი მნიშვნელოვნად იზრდება.
Lego-ს-ს მოდელებზე მოთხოვნა 2020 წელს პანდემიის გამო განსაკუთრებით გაიზარდა. მაგალითად ერთ-ერთი Lego-ს მოდელი 2007 წელს 150 ევრო ღირდა, 2020 წელს კი ფასმა 2 500 ევროს გადააჭარბა.
საფრანგეთი არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც Lego-ს ნაკრებების ქურდობის მზარდი შემთხვევები დაფიქსირდა. მაგალითად 2012 წელს აშშ-ში მძარცველებმა $2 მილიონის ღირებულების Lego-ს საკოლექციო ნაკრებები მოიპარეს.
imedinews.ge