საფრანგეთსა და იტალიაში გაფიცვებია – შეფერხება შესაძლოა საქართველოდან ფრენებსაც შეეხოს

საფრანგეთსა და იტალიაში გაფიცვებია – შეფერხება შესაძლოა საქართველოდან ფრენებსაც შეეხოს

access_time2020-01-13 15:45:40

საფრანგეთში დაანონსებული ინტერ-პროფესიული სოციალური მოძრაობა, კერძო და საჯარო სექტორის მუშაობაზე მოახდენს გავლენას, – ინფორმაციას ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია EUROCONTROL-ი ავრცელებს.


აქციის მსვლელობა შესაძლოა უარყოფითად აისახოს სხვადასხვა სისტემის მუშაობაზე, მათ შორის საერნავიგაციო, საჰაერო ნაკადების მომსახურების სისტემაზე.ცნობილია, რომ საყოველთაო გაფიცვა საფრანგეთში 13 იანვრიდან 17 იანვრამდე იმართება.


გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებენ ავიაკომპანიების Air France-ისა და Lufthansa-ს თანამშრომლები. Air France-ი მგზავრებს, რომელთაც ბილეთები აქვთ შეძენილი მათ გადაცვლას სთავაზობს, ასევე შესაძლებლობას აძლევს თანხა დაიბრუნონ.



დეკემბრის დასაწყისში საპენსიო რეფორმის წინაღმდეგ მიმართული აქციების მიმდინარეობის დროს საფრანგეთში დაგეგმილი ავიარეისების მესამედი გაუქმდა. საყოველთაო გაფიცვების მიუხედავად, პარლამენტმა საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაზარდა. რეფორმა გარკვეული პროფესიის მოქალაქეებისთვის პრივილეგიების გაუქმებასაც ითვალისწინებს.


მასობრივი გაფიცვა ასევე ჩანიშნულია იტალიაში, 14 იანვრისთვის. იქ სამუშაო პირობებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქციების ტალღა უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს. garda.com-ის ცნობით, 14 იანვარს დაგეგმილ აქციას შეუერთდება ავიამეთვალყურეები, რომლებიც 13:00-დან 17:00 საათამდე მუშაობას შეწყვეტენ.


აღსანიშნავია, რომ ფრენების გადადების შესახებ უკვე განაცხადა Alitalia-მ. გაფიცვას შეუერთდება იტალიის სხვადასხვა აეროპორტის თანამშრომლები, ასევე Easyjet-ისა და Ernest Airlines-ის თანამშრომლები. გამოცემა წერს, რომ გაფიცვის გამო მოსალოდნელია სხვა ავიარეისების გადადებაც, ასევე არ არის გამორიცხული მოთხოვნა გაიზარდოს ალტერნატიულ ფრენებზე.


business-partner.ge

თეგები:
ავიაცია



ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება
access_time2020-01-22 20:00:27
2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.   როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.   კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ....

„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი
access_time2020-01-22 14:55:46
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...


მსგავსი სიახლეები

up