საფრანგეთმა საუდის არაბეთში, აღმოსავლეთ სანაპიროზე სარადარო სისტემა განათავსა. ამ გადაწყვეტილების მიზანი სამეფოს ნავთობტერმინალზე განხორციელებული შეტევის შემდეგ მოკავშირის თავდაცვის სისტემის გაძლიერებასა, წერს Reuters-ი.
პარიზი ირანს სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ინციდენტის განმეორების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ზომებს იღებს.
ფრანგი სამხედროებისადმი მიმართვისას ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ გადაწყვეტილება საუდის არაბეთის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით ახსნა.
14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე განხორციელებულ დრონების თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, თუმცა აშშ-მა და საუდის არაბეთმა თავდასხმაში ირანი დაადანაშაულეს.
აფეთქებების გამო საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა, მსოფლიოში ნავთობის ფასი კი მკვეთრად გაიზარდა. დონალდ ტრამპმა აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის ნებართვა გასცა.
imedinews.ge