საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მეხანძრეები დაგვიანებით გამოიძახეს

საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მეხანძრეები დაგვიანებით გამოიძახეს

access_time2019-04-17 13:45:54

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მეხანძრეები დაგვიანებით გამოიძახეს. ამის შესახებ საფრანგეთის ხელისუფლება იუწყება. მათივე ინფორმაციით, ტაძრის დაცვის სამსახურის წევრები დაახლოებით 20 წუთი თავად ცდილობდნენ ცეცხლის კერა ეპოვნათ.


საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სახანძრო სიგნალიზაცია ტაძარში თავდაპირველად პარიზის დროით 18:20 საათზე ჩაირთო,, თუმცა ტაძრის უსაფრთხოების სამსახურმა თავად დაიწყო მოქალაქეების ევაკუაცია და ხანძრის კერის ძებნა. ტაძარში ცეცხლის გაჩენის შესახებ შეტყობინება სახანძრო სამსახურში 23 წუთის დაგვიანებით მიიღეს. ამ დროს ხანძარი უკვე მოედო ტაძრის სხვენს.


პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზად „უბედური შემთხვევა“ განიხილება. თუმცა, გამოძიება დიდხანს გაგრძელდება და პროცესი რთული  იქნება. ფრანგული მედიის ცნობით, ცეცხლი ტაძარში ელექტროგაყვანილობისგან გამოწვეული პრობლემის გამო გაჩნდა.



15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. დანგრეულია საათი და გუმბათის სვეტი.


1tv





„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის
access_time2020-02-27 20:00:25
კომერსანტის ექსკლუზიური ინფორმაციით სათამაშო ბიზნესი მარტის პირველი რიცხვებიდან გარე რეკლამის შეზღუდვას იწყებს.ინფორმაციას ადასტურებს  სათამაშო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი. როგორც ბერუაშვილი განმარტავს მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი ინტერსითაა განპირობებული:   „შემიძლია გითხრათ ის, რომ პირველი მარტიდან მინიმუმ თბილისში, მოსახლეობა დაინახავს, რომ სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამა აღარ იქნება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე...

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება
access_time2020-02-27 18:21:57
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იყო. შალვა გოგოლაძის თქმით, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და...

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის
access_time2020-02-27 17:45:30
Wizz Air, ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესი დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირის შემცირებას აანონსებს. მიზეზი ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებაა. 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება. მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და მათ შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები...

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს
access_time2020-02-27 17:45:28
პარკირების პრობლემა დედაქალაქისთვის დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ ეს უფლება ”სითი პარკს” ჩამოართვა და ხელშეკრულებაც შეუწყვიტა, ამ მიმართულებით სიტუაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. რეალურად, ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიის შესაბამისი უწყება იგივე საქმიანობას აგრძელებდა, რასაც მანამდე ახორციელებდა ”სითი პარკი”. ფაქტობრივად არ მოწყობილა ახალი საპარკინგე ადგილები და არც იმის შესახებ არის ცნობილი თუ რისი გაკეთება იგეგმება არსებული...

აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ თითო ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაზე 3 წელში საშუალოდ 17 341 ლარი დახარჯა

აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ თითო ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაზე 3 წელში საშუალოდ 17 341 ლარი დახარჯა
access_time2020-02-27 16:40:54
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული 17 ავტომობილის ტექნიკური მომსახურებისთვის 2019 წლის განმავლობაში 60000 ლარი დაიხარჯა. როგორც „ფაქტ-მეტრმა“ აღმოაჩინა, სატრანსპორტო საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება შარშან უწყებამ ორჯერ შეისყიდა, განსხვავებული ღირებულებებით. პირველი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT180019578), რომლის საპრეისკურანტო ღირებულება 407874 ლარი იყო, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 50000 ლარი, 2019 წლის...


მსგავსი სიახლეები

up